იაგო ხვიჩია – სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისუფალი იყოს, საქართველოში მისი თანაგუნდელები ეფექტიანად ვერ მუშაობენ, ბევრად უფრო კვალიფიციური თანაგუნდელები ჰყავს უკრაინაში
სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისუფალი იყოს, საქართველოში მისი თანაგუნდელები ეფექტიანად ვერ მუშაობენ, ბევრად უფრო კვალიფიციური თანაგუნდელები ჰყავს უკრაინაში, ისინი უსაქმოდ არ სხედან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩას თქმით, პროცესიდან გამოსვლისთვის საჭიროა, მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში გადაიყვანონ.
„ომში ჩათრევის ვერსია სისულელეა. რეალური ვერსია მგონია ის არის, რაზეც ვაფრთხილებდით „ქართულ ოცნებას“, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გვექნება პრობლემები. სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისუფალი იყოს. საქართველოში მისი თანაგუნდელები მაინც და მაინც ეფექტიანად ვერ მუშაობენ, მაგრამ ბევრად უფრო კვალიფიციური თანაგუნდელები ჰყავს უკრაინაში, ისინი უსაქმოდ არ სხედან. ამ პროცესიდან გამოსვლა თუ გვინდა, რასაც ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში, ეს იყო გასაკეთებელი. შეიძლებოდა, რომ უცებ გაჩენილიყო სანქცირებულთა სიაში ისეთი გვარები, ვისზე საჯარო სივრცეში საუბარიც არ ყოფილა? ცხადია, რომ ამაში მიხეილ სააკაშვილის მეგობრების კვალი გამოიკვეთება, განსხვავებით თბილისისგან, ეს ხალხი იქ უსაქმოდ არ იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი იონათამიშვილი ნიუ იორკში, გაერო-ს შშმ პირთა უფლებების მე-17 ასამბლეაში მონაწილეობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი 11-13 ივნისს გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების 17-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერო-ს...
მამუკა მდინარაძე: ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ, ქართველმა ან უცხოელმა, გაგვცეს პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!
ვინმემ, ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ, ქართველმა ან უცხოელმა, გაგვცეს პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ,...
მიხეილ ყაველაშვილი სანქციებზე: როგორც ისინი იქცევიან – ეს არ არის პარტნიორობა და მეგობრობა, ეს არის კოლონიალური და ვასალური დამოკიდებულება, მეტიც, მტერს ექცევიან ასე
„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს პასუხობს. დეპუტატის თქმით, ამერიკის საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არც მეგობრულია და...
თეა წულუკიანი: როდესაც დღევანდელ მთავრობას უპირისპირდები უცხოეთში, ჩივილის ფორმით საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, ეს არის მონური ფსიქოლოგია და ვასალის მენტალიტეტი
ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოწმეების გამოსვლა შეაფასა. „როდესაც...
ირაკლი ზარქუა: ხაბე, გამაგრდი, მე შენ გვერდით ვარ. იმ ბელადმა გამოიღვიძა, მიხვდა რა, რომ კეზერამ პარტია აახია, მცდელობა აქვს, როგორმე უკან დაიბრუნოს
დღეს არის 8 ივნისი და ჩამოჰკრა უბედურების ზარმა ოპოზიციაში, ჩემი ხაბე აღარ არის თავმჯდომარე მთავარი ოპოზიციური პარტიის, ხაბე დამიჩაგრეს. ვაფრთხილებდი,...
თამარ ჩიბურდანიძე: „ნაცმოძრაობას“ აკაკის სიტყვებს შევახსენებდი – „ჩოხას ნუკი იცვლით, ჭკუა გამოიცვალეთ და სინდისს მიხედეთ“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის ცვლილებას ეხმიანება. ჩიბურდანიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენები აკაკი წერეთლის...