ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებს „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რუსული კორპორაციის, „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესონ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი გამოაცხადა.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის საგარეო უწყება გმობს პუტინის მცდელობას, კონტროლი დაამყაროს ბირთვულ სადგურზე და მას დანაშაულს უწოდებს, რომელიც ბირთვული უსაფრთხოების სფეროში რისკებსა და საფრთხეებს კიდევ უფრო ზრდის.

„ვთავაზობთ ევროკავშირს, „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებს და სხვა პარტნიორებს, დაუყოვნებლივ განიხილონ სანქციების დაწესება რუსული სახელმწიფო კორპორაციის „როსატომის“, მასთან აფილირებული კომპანიების და ინსტიტუტების, ასევე რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის სხვა საკვანძო ფაქტორების წინააღმდეგ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინული მხარე ასევე მოუწოდებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, შეზღუდოს რუსეთთან თანამშრომლობა ნებისმიერი პროექტის ფარგლებში, რადგან მოსკოვი ღია ბირთვულ შანტაჟს მიმართავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნეტფლიქსი მადონას ცხოვრებაზე მინისერიალს გადაიღებს

პოპის დედოფლის ბიოგრაფია მალე ეკრანებზე გაცოცხლდება — მადონას ცხოვრების შესახებ მინისერიალს იღებენ. ნეტფლიქსისთვის სერიალზე რეჟისორი შონ ლევი იმუშავებს, პროექტში კი ლეგენდარული მომღერალი თავადაც იქნება ჩართული.სერიალი არ უკავშირდება ავტობიოგრაფიულ ფილმს, რომლის გადაღებასაც თვითონ მადონა აპირებდა წლების წინ. მუსიკოსმა ჯერ კიდევ 2020 წელს გაამხილა, რომ ოსკაროსან დიაბლო ქოუდისთან ერთად სცენარზე მუშაობდა, მოგვიანებით კი ისიც შევიტყვეთ, რომ ფილმში მთავარი როლი ჯულია გარნერს უნდა განესახიერებინა. 2023 წელს, როცა მადონამ მორიგი საკონცერტო ტურნე წამოიწყო, პროექტი განუსაზღვრელი დროით შეჩერდა.რაც შეეხება ნეტფლიქსის მინისერიალს, მის შესახებ ჯერჯერობით ბევრი რამ არაა ცნობილი. არც ის არ ვიცით, მადონას ცხოვრების რომელ მონაკვეთებს ასახავს იგი ან ვინ ითამაშებს პოპის დედოფალს.მადონას, რომლის სრული სახელი მადონა ლუიზ ჩიკონეა, კინორეჟისორობის გამოცდილებაც აქვს. მან 2008 წელს Filth and Wisdom გადაიღო, 2011 წელს კი მომღერლის რეჟისურით გამოვიდა ასევე ფილმი W.E., რომელიც მეფე ედვარდ VIII-ისა და უოლის სიმპსონის ურთიერთობას შეეხება.პოპვარსკვლავი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე ფილმიც მხოლოდ თავად უნდა გადაეღო. მნიშვნელოვანია, საკუთარი ცხოვრების მოგზაურობაზე ჩემივე ხედვით მოვყვეო, აღნიშნა 2020 წელს."ჩემზე ფილმის გადაღებას უმეტესად ქალთმოძულე კაცები ცდილობდნენ" — მადონა300 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, მადონა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა. პოპის დედოფლის კარიერა ითვლის ოთხ ათწლეულს, რომლის განმავლობაშიც მადონამ გაყიდვებით, ჩარტების ლიდერობით თუ ჯილდოების რაოდენობით არაერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამასთან, მომღერალმა ეპოქალური როლი შეასრულა უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისთვის ბრძოლაშიც.

გთხოვთ გაავრცელოთ-პატარა ელიასს საზოგადოების დახმარება სჭირდება-1 თვის ჩვილი ქიმიოთერაპიას ელოდება, ორ ოპერაციას გმირულად გაუძლო! 

ერთი თვის ელიასს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, საზოგადოების დახმარება სჭირდება.ინფორმაციას ჩვილის ნათლია, ნათუსი ბერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს.„ჩემი პაწაწინა ნათლულის, ელიასის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, მან გმირულად გაუძლო ორ ურთულეს ოპერაციას, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს, ისევ თურქეთშია, კლინიკა „მემორიალში“…ახლა კი წინ ახალი ეტაპია: სიცოცხლისთვის ბრძოლაში შემდეგი ნაბიჯი – ელის ქიმიოთერაპია, რომლის დასაწყებად 30 000 დოლარია საჭირო. რამდენიმე საათია გადამწყვეტი, ეს თანხა ელიასისთვის შანსია, შანსი იცოცხლოს, გაიზარდოს, გაიღიმოს, ითამაშოს… ჩვენო საოცარო მეგობრებო, მხარდაჭერა იყო და რჩება ჩვენი ყველაზე დიდი იმედი. გთხოვთ, კიდევ ერთხელ და ბოლოჯერ დაუდგეთ მხარში ელიასს“, – წერს ნათუსი ბერიძე სოციალურ ქსელში.⇓ დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:თიბისი:GE51TB7895045068100034საქართველო:GE52BG0000000570815095მიმღები: ბარათელი დავით და სებისკვერაძე ხატია

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთმა სასაზღვრო ზონაში ცეცხლი გახსნა, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი ინფორმაციას უარყოფენ

აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 მაისს 20:45 საათიდან – 21:30 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორისისა და ჭამბარაკის მიმართულებით განლაგებული პოზიციებიდან აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლსასროლი იარაღიდან პერიოდულად ცეცხლი გაუხსნეს.აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა მითითებულ მიმართულებებზე ადეკვატური კონტრზომები მიიღეს.ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ერევანში უარყოფენ.სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის მტკიცება ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

ადამიანს თუ ყოფნის იმის სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება – შალვა პაპუაშვილი

ყველა ზრდასრული ადამიანია, ყველა იცნობს საქართველოს კანონმდებლობას, ყველამ ეს ნაბიჯი გადადგა გააზრებულად. ასე რომ, რომ შედეგსაც ყველა შეგუებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია საქართველოს პარლამენტის მანდატით მუშაობს და ეს არის კონსტიტუციაში გათვალისწინებული ინსტრუმენტი.„ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების არდაყოლა. ეს ყველამ მშვენივრად იცის. ყველამ იცოდა, რა იქნებოდა ამის შედეგი. ყველა გააზრებულად და განზრახ წავიდა ამ დარღვევაზე. თუ ყოფნის ადამიანს იმის სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული გირაო პატიმრობით შეუცვალა, ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს.

ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა ის, რაც ჩათვალა რომ გასაკეთებელი იყო – ნიკა მელია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმაურება. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა ის, რაც ჩათვალა, რომ უნდა გაეკეთებინა."ირაკლი ოქრუაშვილმა, ჩემი აზრით, გააკეთა ის, რაც მან ჩათვალა, რომ გასაკეთებელი იყო. წარმოიდგინეთ, წულუკიანი გიბარებს არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმური შექმნილი კომისიის ფარგლებში, სადაც შავით თეთრზე უწერიათ, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის ნახევარი წევრები ოპოზიციონერები უნდა იყვნენ, მხოლოდ მაშინ ექნება ამ კომისიას ძალა და არც ერთი ოპოზიციონერი იქ არ არის", - აცხადებს ნიკა მელია.ცნობისთვის, სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამართულ პროცესზე გამოაცხადა. მანამდე პატიმრობის შუამდგომლობა სხდომაზე პროკურორმა დააყენა, რომელმაც თქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო შეფარდებული 20 ათას ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ოქრუაშვილს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.

ბოლო სიახლეები