მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებს „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

Read Time:31 Second

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რუსული კორპორაციის, „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესონ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი გამოაცხადა.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის საგარეო უწყება გმობს პუტინის მცდელობას, კონტროლი დაამყაროს ბირთვულ სადგურზე და მას დანაშაულს უწოდებს, რომელიც ბირთვული უსაფრთხოების სფეროში რისკებსა და საფრთხეებს კიდევ უფრო ზრდის.

„ვთავაზობთ ევროკავშირს, „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებს და სხვა პარტნიორებს, დაუყოვნებლივ განიხილონ სანქციების დაწესება რუსული სახელმწიფო კორპორაციის „როსატომის“, მასთან აფილირებული კომპანიების და ინსტიტუტების, ასევე რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის სხვა საკვანძო ფაქტორების წინააღმდეგ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინული მხარე ასევე მოუწოდებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, შეზღუდოს რუსეთთან თანამშრომლობა ნებისმიერი პროექტის ფარგლებში, რადგან მოსკოვი ღია ბირთვულ შანტაჟს მიმართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი – ზოგიერთ ოპოზიციონერს უბრალოდ, მუშაობა ეზარება, ჩვენ კი, არ გვეზარება, ეს მხოლოდ სამუშაო ჯგუფს არ ეხება
Next post სოზარ სუბარი: ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ევროპული გზა, დასავლური ინტეგრაცია არ გადის სიმართლის დამალვაზე და იმაზე, რომ ელჩებმა მართონ ქვეყანა