ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025

დავით სერგეენკო – პარლამენტი მინისტრთა კაბინეტი არ არის, აქ არავის აქვს ვალდებულება, ვინმეს ნათქვამს გაემიჯნოს ან სოლიდარობა გამოხატოს, ყველას თავის არჩევანი და გზა აქვს

არ ვფიქრობ, რომ ხუთი დეპუტატის სხვა ფრაქციაში გადასვლამ ტენდენცია შეცვალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ მოძრაობა „ხალხის ძალაში“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატის გადასვლის შესახებ განუცხადა.

სერგეენკოს თქმით, ქვეყნის დასავლური კურსი ურყევია.

„არ მგონია ამ ფაქტმა ანტიდასავლური მიმართულება და მოძრაობა გააძლიეროს, რადგან დასავლური და ევროატლანტიკური ორიენტაცია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო გადაწყვეტილებაა. არ ვფიქრობ, რომ ხუთი დეპუტატის სხვა ფრაქციაში გადასვლამ ეს ტენდენცია შეცვალოს. ეს პარლამენტია, მინისტრთა კაბინეტი არ არის, აქ არავის არ აქვს ვალდებულება, რომ ვინმეს ნათქვამს გაემიჯნოს ან სოლიდარობა გამოხატოს. ყველას თავის არჩევანი და გზა აქვს. ამიტომ, თუ ვინმე ვინმეს არ ემიჯნება ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც იგივე აზრს იზიარებს“, – განაცხადა სერგეენკომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიუ-მექსიკოს შტატში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულთა შორის ორი ბავშვია

ნიუ-მექსიკოს შტატში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანია დაღუპული. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამთო საკურორტო ქალაქ რუიდოსოში მოვარდნილმა ნიაღვარმა საცხოვრებელი სახლი წაიღო.ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაახლოებით ერთი საათის მონაკვეთში მდინარე რიო-რუიდოსოში წყლის დონემ 6 მეტრამდე მოიმატა, რაც წინა რეკორდულ მაჩვენებელაზე 1,5 მეტრით მეტია.ნიუ-მექსიკოს გუბერნატორმა, მიშელ ლუხან გრიშემმა რუიდოსოს რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დახმარების თხოვნით ფედერალურ მთავრობას მიმართა.შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში ნიუ-მექსიკოს მეზობელ ტეხასის შტატში წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 160-ზე მეტი მოქალაქე დაკარგულად ითვლება.

ხვიჩა კვარაცხელია – მადრიდის „რეალს“ მხოლოდ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი არ ჰყავს

მადრიდის „რეალთან“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.„მადრიდის „რეალს“ მხოლოდ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი არ ჰყავს — ეს ძალიან ძლიერი გუნდია და პატივისცემა ყველა მოთამაშის მიმართ საჭიროა. ჩვენ საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები.მსურს თუ არა, მბაპე სათადარიგოთა სკამზე ვნახო? რთული კითხვაა, ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ვერაფერს ვიტყვი — რა თქმა უნდა, მბაპესთან ერთად „რეალი“ კიდევ უფრო საშიშია.მათ ჰყავთ გამორჩეული ინდივიდუალისტები, მაგრამ, პირველ რიგში, ეს გუნდია, რომელიც მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშოთ — არ აქვს მნიშვნელობა, მოწინააღმდეგე ვინ იქნება“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს. მას სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

პროგნოზირება შეუძლებელი იყო: ბოლო 24 საათში, დედამიწას მაგნიტური შტორმი მეორედ დაატყდა თავს

ბოლო 24 საათის განმავლობაში დედამიწას მეორე მაგნიტური შტორმი დაატყდა თავს. როგორც კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტებმა განაცხადეს, მისი სიმძლავრე დაბალია და ამიტომ მას G1 კატეგორია მიენიჭა.ამავდროულად, მეცნიერებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ ეს გეომაგნიტური ფენომენი კვლავ მოულოდნელადამოჩნდა; მისი პროგნოზირება შეუძლებელი იყო, რადგან თვალსაჩინო მიზეზები არ დაფიქსირებულა. სპეციალისტების პროგნოზით, ქარიშხალი უახლოეს საათებში ჩაცხრება.„დღეს დილით ახალი მაგნიტური შტორმი დაფიქსირდა, მეორე ამ თვეში. <...> შტორმს აქვს ყველაზე სუსტი შესაძლო გეომაგნიტური რეიტინგი, G1, და ზოგადად, უმიზეზოდ მეორდება“, - განაცხადეს კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.მიუხედავად იმისა, რომ გეომაგნიტური ფენომენი ძლიერი არ იქნება, როგორც მეცნიერები ხაზს უსვამენ, სიფრთხილის ზომები სერიოზულად უნდა იქნას მიღებული და ექიმების რეკომენდაციები არ უნდა იყოს უგულებელყოფილი.

ევროპარლამენტარი ონდრეი კოლარი – „ქართულმა ოცნებამ“ როდესაც მოიგო, ევროკავშირის ერთადერთი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ეწვია საქართველოს, სამწუხაროდ, იყო ორბანი, რომელიც გახლავთ რუსეთის ტროას ცხენი ევროკავშირში

ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი საუკეთესო ვარიანტია. ვშიშობ, ამის გაკეთება საქართველოში ვერ შევძელით. შეხედეთ არჩევნების შედეგს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ევროკავშირის ერთადერთი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ეწვია საქართველოს, იყო ვიქტორ ორბანი, რომელიც გახლავთ რუსეთის ტროას ცხენი ევროკავშირში, რომელიც ეწინააღმდგება გაფართოების ძალისხმევას, – ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრმა, ევროპარლამენტარმა ონდრეი კოლარიმ განაცხადა.მისი თქმით, არ იყო ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენელი, რომელიც ჩავიდოდა საქართველოში, რათა მხარი დაეჭირა დემონსტრაციისთვის.ონდრეი კოლარი ამბობს, რომ საჭიროა მოქმედება, თუ ევროკავშირს ნამდვილად სურს იმის გაკეთება, რაც ასახულია რეზოლუციებში.„მე ვიქნები ცოტაოდენ კრიტიკული. ბოსნია და ჰერცეგოვინას შესახებ დებატებისას თქვენ თქვით, რომ ჩვენ გვჭირდება, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსეთს, როდესაც ის ამბობს, როდესაც ის ეუბნება ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან, რომ ევროკავშირი არ არის ვარიანტი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი საუკეთესო ვარიანტია. მე ვშიშობ, რომ ჩვენ ამის გაკეთება საქართველოში ვერ შევძელით. შეხედეთ არჩევნების შედეგს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ევროკავშირის ერთადერთი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ეწვია საქართველოს, სამწუხაროდ, იყო ვიქტორ ორბანი, რომელიც გახლავთ რუსეთის ტროას ცხენი ევროკავშირში, რომელიც ეწინააღმდგება ევროკავშირის გაფართოების ძალისხმევას. არ იყო ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენელი, რომელიც ჩავიდოდა საქართველოში და დადგებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გვერდით, რათა მხარი დაეჭირა მისთვის და დემონსტრაციისთვის, რომელიც მიმდინარეობდა თბილისის ქუჩებში. რასა იუკნევიჩიენე, და მე მადლობელი ვარ მისი გულწრფელობისთვის, იყო ერთადერთი, რომელიც წარმოადგენდა ევროპარლამენტს და ასევე ევროდეპუტატების მცირე ჯგუფი. ჩვენ ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ. თუ ნამდვილად გვსურს იმის გაკეთება, რასაც ვლაპარაკობთ რეზოლუციებში, მაშინ გვჭირდება მოქმედება“, – განაცხადა ონდრეი კოლარიმ.

ბოლო სიახლეები