დავით სერგეენკო – პარლამენტი მინისტრთა კაბინეტი არ არის, აქ არავის აქვს ვალდებულება, ვინმეს ნათქვამს გაემიჯნოს ან სოლიდარობა გამოხატოს, ყველას თავის არჩევანი და გზა აქვს

Read Time:32 Second

არ ვფიქრობ, რომ ხუთი დეპუტატის სხვა ფრაქციაში გადასვლამ ტენდენცია შეცვალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ მოძრაობა „ხალხის ძალაში“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატის გადასვლის შესახებ განუცხადა.

სერგეენკოს თქმით, ქვეყნის დასავლური კურსი ურყევია.

„არ მგონია ამ ფაქტმა ანტიდასავლური მიმართულება და მოძრაობა გააძლიეროს, რადგან დასავლური და ევროატლანტიკური ორიენტაცია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო გადაწყვეტილებაა. არ ვფიქრობ, რომ ხუთი დეპუტატის სხვა ფრაქციაში გადასვლამ ეს ტენდენცია შეცვალოს. ეს პარლამენტია, მინისტრთა კაბინეტი არ არის, აქ არავის არ აქვს ვალდებულება, რომ ვინმეს ნათქვამს გაემიჯნოს ან სოლიდარობა გამოხატოს. ყველას თავის არჩევანი და გზა აქვს. ამიტომ, თუ ვინმე ვინმეს არ ემიჯნება ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც იგივე აზრს იზიარებს“, – განაცხადა სერგეენკომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: „ქართული ოცნების“ ფრაქციას აღარ აქვს უმრავლესობა „ხალხის ძალის“ გარეშე, თუმცა ჩვენ ვრჩებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად
Next post დავით ზურაბიშვილი: რატომ ჰგონია ბატონ ბიძინას, რომ ოთხ ტურას კიდევ ხუთს თუ მიუმატებს, ცხრა ტურის ნაცვლად ლომების პარადს მიიღებს – ვერაფრით ვერ ვხსნი