ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

კახა კალაძემ თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.

დაჯილდოებაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 20 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა.

„პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდით მრავლად არიან და დღეს მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მათ იმისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის უკეთებიათ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:

შალვა ამონაშვილი – მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი;

თენგიზ არჩვაძე – მსახიობი;

ტარიელ ჭანტურია – მთარგმნელი, პოეტი;

ჯემალ ღაღანიძე – მსახიობი;

მერაბ კოკოჩაშვილი – კინორეჟისორი, პედაგოგი;

მინდია უგრეხელიძე – სამართალმცოდნე;

ვახტანგ ჯავახაძე – პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ;

ჯემალ სეფიაშვილი – კომპოზიტორი;

ბადრი ვადაჭკორია – ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი;

გურამ ბექაია – ფიზიოლოგი, მეცნიერი;

ილია ხეროდინაშვილი – ინჟინერი, მეცნიერი;

ლაურა იაშვილი – მუსიკოსი, პიანისტი;

რევაზ ასათიანი – ინჟინერ-მშენებელი;

ვახტანგ დავითაია – არქიტექტორი, პედაგოგი;

მაია გოთუა – ალერგოლოგი, იმუნოლოგი;

ვან ბაიბურთი – პოლიტიკოსი, ჟურნალისტი;

ჰასან ჰასანოვი – აზერბაიჯანელი დიპლომატი;

ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) – ფრანგი პიანისტი;

ელდარ შენგელაია – რეჟისორი;

დემნა გვასალია – დიზაინერი;

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროების დაბომბვას 48 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროების დაბომბვას 48 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ადგილობრივ საავადმყოფოებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკული გამოცემა წერს, რომ დაბომბვა გვიან ღამით და გამთენიისას მოხდა.პარალელურად, არაბული მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში დაბომბვის შედეგად ღაზაში სულ მცირე 65 ადამიანი დაიღუპა.გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე გახდა ევროპული და ნასერის საავადმყოფოები, ასევე ჯაბალიას საცხოვრებელი ადგილები. ღაზაში ადგილობრივების უმრავლესობა არაბული ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში დაიღუპა.ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედროებმა იერიში მიიტანეს ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისზეც.

მარიამ ქვრივიშვილი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ – დასაფრენი ბილიკის მშენებლობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ახლა აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. ქუთაისის აეროპორტი სტრატეგიული მნიშვნელობით გამოირჩევა – წლიდან წლამდე საკმაოდ სწრაფად იზრდება როგორც მგზავრთნაკადი, ისევე ავიარეისების სიხშირეები. აეროპორტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის, ასევე უშუალოდ ტურიზმის და ავიაციის სექტორების განვითარების კუთხით, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ის იქნება პირველი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში ინფრასტრუქტურის განვითარებას მუდმივად უზრუნველყოფს, რაც მათ გაძლიერებას ხელს უწყობს.„ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხელს შეუწყობს აღნიშნული აეროპორტის შემდგომი განვითარებასა და გაფართოებას. აეროპორტი შეძლებს, მიიღოს კიდევ უფრო მეტი ავიარეისი და შეზღუდვის გარეშე მოემსახუროს დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ახალი ასაფრენ – დასაფრენი ბილიკის ექსპლუატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს ქუთაისის აეროპორტის შემდგომ განვითარებას, მათ შორის, კარგო ტვირთების მიღება – დამუშავებას.„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს, რომ შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენ გვაქვს შემდგომი განვითარების ხედვა სამგზავრო ტერმინალის განვითარების კუთხითაც, რომ აეროპორტმა უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტი მგზავრის გატარება მომდევნო წლების განმავლობაში. ამ ხედვის კვალდაკვალ ჩვენ მუდმივად და თანმიმდევრულად ვავითარებთ საჭირო ინფრასტრუქტურას, რომელიც ხელს შეუწყობს მეტი ავიარეისებისა და მეტი მგზავრის მიღებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – სიბრძნე ისაა, გზა მანამდე დაინახო, ვიდრე ურემი გადაბრუნდება, სწორედ ეს შევძელით ჩვენ, არც ურემი გადავაბრუნეთ და არც ქვეყნის ჩარხი დავატრიალეთ უკუღმა

სიბრძნე ისაა, გზა მანამდე დაინახო, ვიდრე ურემი გადაბრუნდება. სწორედ ეს შევძელით ჩვენ. არც ურემი გადავაბრუნეთ და არც ქვეყნის ჩარხი დავატრიალეთ უკუღმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, ეს მისია დღეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა გადმოიბარა.„2024 წელს, ჩვენ გავიარეთ საარჩევნო კამპანია უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იქნებოდა ფინალური ბრძოლა, ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს იქნებოდა რეფერენდუმი. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მსხვილი თუ წვრილი „ენჯეოები“, აქტივისტი მედიამუშაკები, დესტრუქციული, პარტიული მედიაარხები, ტრეინინგ-გავლილი მზა დემონსტრანტები, უცხოელი დონორები და დიპლომატები, ყველა ერთად წარმოდგნენ რეფერენდუმად მონათლულ არჩევნებზე, მიმავალი და ყავლგასული პრეზიდენტით სათავეში. ცალ ფეხზე დგომის, უცხო ინტერესების შესატყვისი, ევროპერსპექტივის ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი დაუპირისპირდა ნამდვილ, ქართულ, ეროვნულ ინტერესბზე აგებულ მშვიდობისა და კეთილდღეობის დღის წესრიგს, რომელსაც „ქართული ოცნება“ განასახიერებს. საბედნიეროდ, ისტორიის გაკვეთილებსა და ღრმა ცივილიზაციური მეხსიერების მქონე ქართველმა ერმა, ამომრჩეველთა სრულმა უმრავლესობა ზუსტად დაინახა, თუ სად იყო ჭეშმარიტება, სიმართლე და ქვეყნის ნამდვილი ინტერესი. დაინახა და სწორი არჩევანიც გააკეთა. ძალა ერთობაშია, სიკეთე ამთლიანებს, ბოროტი კი ჰყოფს. ისტორიულად საქართველოს დამარცხების ფორმულა სწორედ ეს იყო, ჩვენი დაქუცმაცება და გათითოკაცება. ეს პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს, მათი კანვასური თუ იუესაიდური პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა ლამისაა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს, ხოლო ამ ტრაგიკულ მოცემულობაში სწორედ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკოსსა და დიპლომატს მიუძღვის პირდაპირი წვლილი. მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის. ასეთ ვითარებაში გამარჯვების ფორმულაა ერთობა, სიმტკიცე და რწმენა, შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი ისტორიის. ჩვენ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგეთ. მეათე მოწვევის პარლამენტი იქცა შემობრუნების წერტილად, როდესაც ჩვენ, ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედად ეროვნული ინტერესი ვაქციეთ, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წესად სიბრძნით მოქმედება. სიბრძნე კი ისაა, გზა მანამდე დაინახო, ვიდრე ურემი გადაბრუნდება. სწორედ ეს შევძელით ჩვენ. ჩვენ არც ურემი გადავაბრუნეთ და არც ქვეყნის ჩარხი დავატრიალეთ უკუღმა. ეს მისია დღეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა გადმოიბარა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და ქვეყნის ინტერესების შემდგომ მსახურებას. ქვეყნის გამთლიანება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ყველა სხვა მიზანი, განზრახვა და მისწრაფება ამ ორი საზომით გაიზომება. ამ საქმეში ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო? ხომ შევიდოდნენ ესკალაციის სპირალში, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად ომია

მოწოდებები პირდაპირ იყო მიმართული საქართველოში მოვლენათა ისეთი განვითარებისკენ, რომელსაც საბოლოო ჯამში, სამხედრო ავანტიურა და მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოეტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, როდესაც მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე საუბრობდა.პაპუაშვილის თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არ გამოუვიდათ.„ხომ დაუჯერებელია დღეს ამ გზავნილების მოსმენა? ჩვენს ოპონენტებს ხომ ასევე არ სჯეროდათ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე იდენტურ ამბებს ჰყვებოდნენ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის შესახებ? ეს მოწოდებები პირდაპირ იყო მიმართული საქართველოში მოვლენათა ისეთი განვითარებისკენ, რომელსაც საბოლოო ჯამში, სამხედრო ავანტიურა და მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოეტანა. თუმცა, ეს არ გამოვიდა საქართველოში და ამიტომ ამ გეგმას მოგონილი დაარქვეს. კი მაგრამ, არ გაიხსნა მეორე ფრონტი რუსეთ-უკრაინის ომში?აბა გავიხსენოთ კურსკის ოპერაცია, როდესაც უკრაინამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა ზუსტად იმ მიზნით, რომ რუსული ძალების გადასროლა მომხდარიყო ძირითადი ფრონტიდან მოშორებით და ამით შემსუბუქებულიყო სამხედრო ზეწოლა. შევხედოთ ამ ოპერაციის მასშტაბებს: 15 000 ჯარისკაცი უკრაინის მხრიდან, 60 000 ჯარისკაცი რუსეთის მხრიდან და გავიხსენოთ 2008 წლის ომის მონაცემები. მასშტაბი ერთი ერთშია. სწორედ ეს კურსკი უნდა მომხდარიყო საქართველოში, რომელიც ბევრად უკეთესი პოლიგონი იქნებოდა პოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით. კიდევ ერთი მსხვერპლი სახელმწიფო, კიდევ ბევრი მგლოვიარე ქალი და ცრემლიანი ბავშვი, რაც დამატებითი წნეხი იქნებოდა სამხედრო დახმარებაზე მოყოყმანე ქვეყნებისთვის. ახლა კი დავფიქრდეთ, რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო და ამ ომს ხელისუფლებაში ის ე.წ. გულწრფელი მოქალაქეები დახვედროდნენ, ვინც უკრაინაში დაწყებული ომის პარალელურად უკრაინულ დროშაში გახვეულები რუსთაველიდან მეომრების გაგზავნას, ცის ჩაკეტვას და სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ? ხომ შევიდოდნენ იმ ესკალაციის სპირალში, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად ომია. ხომ მოხდებოდა აქ კურსკი. ხომ იქნებოდა აქ მეორე ფრონტი. ეს სცენარი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას და სწორედ მეათე მოწვევის პარლამენტი ჩადგა ამ პოლიტიკური თავდაცვის ღონისძიებების ავანგარდში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

2020 წლის არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელებაში, ISFED-თან ერთად, USAID იყო ჩართული, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ხალხმა ამხილა ის, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ოთხი...

ყველაფერი დაიწყო 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას, როდესაც „ქართული ოცნება“ ღიად და პირდაპირ იღებდა მინიშნებებს, რომ მიუხედავად საარჩევნო შედეგისა თუ ხალხის ნებისა, უნდა დაეთმო ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, როდესაც „სამართლიან არჩევნების“ მხრიდან 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების საკითხზე საუბრობდა.მისი განცხადებით, ოთხი წლის შემდეგ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა, რომ სწორედ USAID გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დესტაბილიზაციისთვის.„თქვენ გახსოვთ ორი ვადის ამოწურვის შესახებ კამპანია, უცხო ქვეყნების ელჩების დემოკრატიის გაკვეთილები კოალიციური მმართველობის სიკეთეებზე და მსგავსი მინიშნებები. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ კონსოლიდირებულმა ოპოზიციამ ტრადიციულად გაყალბებული უწოდა. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმეკვირიანი კამპანია, დემონსტრაციები და ცესკოსთან გამართული პროტესტი, რომელიც ენჯეო „სამართლიანი არჩევნების“ გაყალბებულ პარალელური დათვლის შედეგს ეფუძნებოდა. მეათე მოწვევის პარლამენტი 2020 წლის 11 დეკემბერს შეიკრიბა და დააანონსა, რომ შექმნიდა საგამოძიებო კომისიას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების საკითხსაც შეისწავლიდა. იმავე დღეს, საპარლამენტო გამოძიებით შეშინებულ „სამართლიან არჩევნებს“ საკუთარი ტყუილის საჯაროდ აღიარება მოუწია. მოგვიანებით კი, სხვა აღიარებაც მოვისმინეთ, რომ ყალბი შედეგების გავრცელებაში „სამართლიანი არჩევნების“ დონორი, აშშ-ის განვითარების სააგენტოც (USAID) იყო ჩართული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ამხილა ის, რაც, ოთხი წლის შემდეგ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა. კერძოდ ის, რომ USAID გამოიყენებოდა ხელისუფლებების დესტაბილიზაციისთვის და სახალხო დემოკრატიის გარედან მართული დემოკრატიით ჩანაცვლებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები