კახა კალაძემ თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა

Read Time:55 Second

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.

დაჯილდოებაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 20 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა.

„პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდით მრავლად არიან და დღეს მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მათ იმისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის უკეთებიათ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:

შალვა ამონაშვილი – მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი;

თენგიზ არჩვაძე – მსახიობი;

ტარიელ ჭანტურია – მთარგმნელი, პოეტი;

ჯემალ ღაღანიძე – მსახიობი;

მერაბ კოკოჩაშვილი – კინორეჟისორი, პედაგოგი;

მინდია უგრეხელიძე – სამართალმცოდნე;

ვახტანგ ჯავახაძე – პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ;

ჯემალ სეფიაშვილი – კომპოზიტორი;

ბადრი ვადაჭკორია – ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი;

გურამ ბექაია – ფიზიოლოგი, მეცნიერი;

ილია ხეროდინაშვილი – ინჟინერი, მეცნიერი;

ლაურა იაშვილი – მუსიკოსი, პიანისტი;

რევაზ ასათიანი – ინჟინერ-მშენებელი;

ვახტანგ დავითაია – არქიტექტორი, პედაგოგი;

მაია გოთუა – ალერგოლოგი, იმუნოლოგი;

ვან ბაიბურთი – პოლიტიკოსი, ჟურნალისტი;

ჰასან ჰასანოვი – აზერბაიჯანელი დიპლომატი;

ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) – ფრანგი პიანისტი;

ელდარ შენგელაია – რეჟისორი;

დემნა გვასალია – დიზაინერი;

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: COVID-19-ის პანდემია გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც, საბედნიეროდ კლების ტენდენციით
Next post რატი ბრეგაძემ დუბლინში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმდინარე პროექტები და ახალი ინიციატივები გააცნო