ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026

თამარ ხულორდავა – რუსი დიპლომატის გაძევებით საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა მიიჩნევს, რომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის საქართველოდან გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება დაგვიანებული არ არის. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებს ხულორდავამგანუცხადა, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისადმი სრულიად სოლიდარულია.

“ეს ნაბიჯი დაგვიანებული არ არის. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს იმ ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება ახლა მიიღეს. საქართველომ ამ აქტით მხარდაჭერა და თანადგომა ცივილური და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ გამოხატა”, – განაცხადა ხულორდავამ.

საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.

ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლოდვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელა.მათივე ინფორმაციით, იერიშების სამიზნე გახდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ათობით სამიზნე, მათ შორის სამხედრო სარდლობის ცენტრები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოო ობიექტები, სანაპირო სათვალთვალო და თავდაცვის სისტემები, ასევე საზღვაო შესაძლებლობები.საპასუხოდ, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ განმარტეს, რომ თავდასხმა განახორციელეს ამერიკული ბაზასა და სარდლობის ცენტრზე იორდანიაში, ხოლო საზღვაო ძალებმა სამ ტანკერს დაარტყეს ჰორმუზის სრუტეში.ირანის განცხადებით, ეს გემები „საშიშ და უკანონო მარშრუტზე“ მოძრაობდნენ.

გოგა მანიას გაფრთხილება

ეზოთერიკოსი, გოგა მანია მოსახლეობას აფრთხილებს:„ინფორმაცია ჯადოზე და მაგიაზე. ის რაც აქამდე არ იცოდით... შიშველი ხელებით არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ, მაგიურ ნივთებს, სწორედ მაშინ იწყებს აქტიურობას, როცა მას ეხებით. იყავით ფრთხილად“,- ამბობს გოგა.ნახეთ, ვიდეო: 

საპატრიარქოს უწყებანი ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში ახალი მღვდელმსახურის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„ამა წლის 26 ივლისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი სიხარულიძეს.მღვდელი გიორგი ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი, მან შემცვალა” – თოფურია მუნდიალის გმირ ფერან ტორესს შეხვდა

"ბარსელონას" ფორვარდმა ფერან ტორესმა, რომელიც იბიცაზე ისვენებს, სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, საიდანაც ირკვევა, რომ ის UFC-ის ქართველ მებრძოლ ილია თოფურიას შეხვდა.ტორესისთვის თოფურიასთან კავშირი მის განვითარებაში მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. YouTuber Jordi Wild-ის "პოდკასტში" ადრე საუბრისას ტორესმა ახსნა, თუ როგორ შეცვალა მებრძოლთან შეხვედრამ მისი პირადი აზროვნება და სპორტისადმი პროფესიული მიდგომა."პირველივე შეხვედრისას საერთო ენა მალევე გამოვნახეთ. მან ბრძოლის წინ მითხრა, რომ მოწინააღმდეგე 1 რაუნდსაც ვერ გაუძლებდა. ვიფიქრე: "მინდა, მისნაირი ვიყო".ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ფერანი ვიყავი და შემდეგ სულ სხვანაირი გავხდი", - იხსენებს ტორესი.ამ შეხვედრის შემდეგ, ესპანელმა თავდამსხმელმა მთლიანად შეცვალა ყოველდღიური ვარჯიშისა და ჯანმრთელობის რეჟიმი. მან მწვრთნელს დღეში ორი ვარჯიში, ხოლო ნუტრიციოლოგს სამი კილოგრამის დაკლებაში დახმარება სთხოვა და ფიზიოთერაპევტთან ერთად ორსაათიანი ყოველდღიური აღდგენითი პროცედურები დაგეგმა.თოფურიასთან ურთიერთობამ ფერანის ცნობილი სახელი "ზვიგენიც" გამოიწვია. მან "ბარსელონაში" თანაგუნდელებს ილიას ფრაზა უთხრა, სადაც ის აცხადებდა, რომ ზვიგენი იყო, რომელსაც დიდი თევზების არ ეშინოდა. ამის შემდეგ "ბლაუგრანას" ფეხბურთელებმა ტორესს სოციალურ ქსელში ზვიგენის ემოჯებით უპასუხეს.

კახა კალაძე – აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს – შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რამდენიმე მიმართულებით, რაც...

აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ამ დროისთვის, მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები.„რუსთაველის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა. მეორე დღიდანვე ობიექტზე შევიდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრულმასშტაბიანი განახლება დაიწყო. ეს მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამზირის საინჟინრო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, ტროტუარზე დაწყებულია მიწისქვეშა კაბელარხების მოწყობაც, სადაც შემდგომ ელექტროსადენები განთავსდება.„კონტრაქტორი კომპანია აქტიურად ახორციელებს ტროტუარზე არსებული მოაჯირების, ბორდიურისა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების დემონტაჟს, რათა მომდევნო ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები მოეწყოს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ობიექტზე შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.„აღსანიშნავია, რომ ყველა სამუშაო ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, რაც პროექტის შესრულების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს. ობიექტზე ღამის საათებში ხდება შეგროვებული მასალის გატანა, ასევე, ახალი სამშენებლო მასალის შეტანა, რომ დღის მანძილზე დიდი მანქანების მოძრაობა შეზღუდული იყოს. შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით. სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები