შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რასაც NDI-ის კვლევა იწვევს, არის პოლარიზაციის გაღრმავება, მათ ადგილას დავფიქრდებოდი, ამ კვლევებს რამდენად აქვს აზრი
ვერც ვხვდები, რა მიზანი აქვს ამ კვლევებს, ყოველ ჯერზე, როცა ეს კვლევები ქვეყნდება, ერთადერთი, რასაც იწვევს არის პოლარიზაციის გაღრმავება, ყოველ ჯერზე ცდება NDI-ის კვლევა, მგონი, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„ამ კვლევებთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და არა მხოლოდ პოლიტიკიდან, არამედ როგორც მოქალაქეს. ჩვენ გვახსოვს NDI-ის კვლევა 2012 წელს, როდესაც მათ თქვეს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერდა 10 პროცენტი და რამდენიმე კვირაში აღმოჩნდა 55 პროცენტი. საერთო ჯამში, თუ ამ კვლევებს დავაკვირდებით, არც პოლიტიკოსები ეყრდნობიან ამ კვლევებს, მოქალაქეებსაც თავისი სკეპტიციზმი აქვთ, ერთადერთი, რა შედეგიც მოაქვს ამ კვლევების გამოქვეყნებას, ეს არის კვლავ პოლარიზაციის გაღრმავება, ფრუსტრაციის გაღრმავება და დაბნეულობის გამოწვევა მოსახლეობაში. ვერც ვხვდები, რა მიზანი აქვს ამ კვლევებს. ყოველ ჯერზე, როცა ეს კვლევები ქვეყნდება, ერთადერთი, რასაც ეს კვლევა იწვევს არის პოლარიზაციის გაღრმავება. მათ ადგილას დავფიქრდებოდი, ამ კვლევების ჩატარებას რამდენად აქვს აზრი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კვლევებს ნდობა არავის მხრიდან აღარ აქვს, სავალდებულო კომენტარების მიცემა გვიწევს და ერთი დღის ინფორმაციაა, რომელიც ისევ რადიკალიზაციას, პოლარიზაციას აღრმავებს, სხვა არანაირი გამოყენებითი დანიშნულება არ აქვს. ყოველ ჯერზე ცდებოდა და ვფიქრობ, დროა, თვითკრიტიკულად შეხედონ ამ პროცესს და დაფიქრდნენ, თავად ვნებს ამ მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ორგანიზაციის სანდოობას. ყოველ ჯერზე ეს კვლევა ცდება, მგონი, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: რა პარლამენტის შენობაში არიან უმრავლესობის დეპუტატები, ხომ უნდა მოგაფიქრდეს?! – უჩა აბაშიძის მორალის ხალხია ოპოზიცია
საიდან გაიგეს არ ვიცი, უბრალოდ, რამდენიმეს ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან მალე და ყველა იქ იქნება. არანორმალურები არიან, საოცრებაა, წარმოუდგენელი...
ნიკა გვარამია: “ჩვენი გეგმაა, დეპუტატები ვერ შეიკრიბონ და ვერ მიიღონ ის კანონი, რომელსაც იღებენ – გამოვა არ გამოვა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი”
პარტია "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა ადა აცხადებს, რომ მათი გეგმაა, საპარლამენტო უმრავლესობას არ მისცენ ხვალ შეკრების...
მამუკა მდინარაძე ბუაძის განცხადებაზე: უბრალოდ რამდენიმე დეპუტატს კბილის ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან ახლა მალე და ყველა პარლამენტში იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საბა ბუაძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში არიან. ამ თემაზე კომენტარი...
რატი ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს, ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად...
პატრიარქის მიმართვა მრევლს: ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვა მრევლს. პატრიარქი მიმართავს მრევლს „შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა...
შალვა პაპუაშვილი: ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ვხედავთ, როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს – ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ
„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის...