მიხეილ სააკაშვილი: ხერსონში, რუსების 25 ათასი დაჯგუფება ცეცხლის ალყაში იმყოფება და გასაქცევიც არსად აქვს, ან დაიხოცებიან ან ტყვედ ჩაბარდებიან
“რუსებმა შეძლეს დამატებით დაანონსებული 40 ათასი მებრძოლიდან, მხოლოდ 10 ათასი მებრძოლის შეკრება ახალი საარმიო კორპუსისთვის, რაც არაფერს ცვლის. უახლოეს ერთ-ორ კვირაში ევროპიდან ბრუნდება 40 ათასი გადამზადებული უკრაინელი მებრძოლი, რომელთაც გაიარეს სამთვიანი კურსი მათ შორის დასავლური ტექნიკის გამოყენებაში.
გერმანიამ გუშინ გამოაცხადა, რომ ოქტომბერში უკრაინას გადასცემს მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, ორი მსგავსი სისტემა უკვე მიდის ამერიკიდან სამხრეთ ფრონტზე. თვითონ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობა უკვე გაიზარდა 40%-დან 70%-მდე, დასავლური ტექნიკა გაზრდის მინიმუმ 90%-მდე. ამერიკული ანტისარადარო სისტემების დახმარებით ხელახლა, სრული ძალით ამუშავდა ბაირახტარები, რომელთაც ადრე რუსული რადარები უშლიდა ხელს.
ახლა ახალი ამერიკული ტექნიკის დახმარებით რუსულ რადარებზე უკრაინელები ბევრად მარტივად ანადგურებენ. Რუსების წარუმატებლობას დაემატა ისიც, რომ მათ მოუხდათ ირანული დრონების პირველი პარტიის უკან დაბრუნება ტექნიკური გაუმართაობის გამო. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე გამოყოფილ 48 მილიარდ დახმარებას კიდევ 14 დაამატა.
რომ შევადაროთ ავღანეთს, ათი წლის განმავლობაში ამერიკა 100 მილიარდი დოლარით დაეხმარა და აქ ამ ციფრზე პენტაგონი ერთ წელიწადში გავა. ასევე, ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ დანიშნა ოპერაციის კოორდინატორი გენერალი პირველად ამერიკის მხრიდან.
რაც შეეხება ხერსონს, იქ რუსების 25 ათასი დაჯგუფება ცეცხლის ალყაში იმყოფება და გასაქცევიც არსად აქვს, რაც ნიშნავს, რომ ან დაიხოცებიან ან ტყვედ ჩაბარდებიან.
მოკლედ, საქმე უფრო უკეთესად მიდის ვიდრე ოპტიმისტებსაც კი წარმოუდგენიათ.
მივესალმები თბილისში უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას. განვიხილავ ამას, როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ჟესტს ყველას მხრიდან, – წერს მიხეილ სააკაშვილი facebook-ში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...