მამუკა მდინარაძე დანილოვზე: თუ ვინმეს საქართველოს მტრობა უნდა, ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს – საქართველო თავისი ტერიტორიების დაბრუნებაზე, გამთლიანებაზე, თავისი დებისა და ძმების დაბრუნებაზე ყოველთვის იზრუნებს, მაგრამ ეს ომის გზით არ იქნება
„თუ ვინმეს საქართველოს მტრობა უნდა, ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის განცხადებას.
მისივე თქმით, უკრაინაში, ცალკეული ადამიანები, ომისკენ მოწოდებებს არ ერიდებიან.
„საქართველო თავისი ტერიტორიების დაბრუნებაზე, ქვეყნის გამთლიანებაზე, თავისი დებისა და ძმების – აფხაზებისა და ოსების დაბრუნებაზე ყოველთვის იზრუნებს, მაგრამ ეს არ იქნება ომის გზით. როგორც ჩანს, ბევრს უნდა, რომ ეს ომის გზით იყოს, მაგრამ იმ ხალხმაც – ჩვენმა დებმა და ძმებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, უნდა იცოდეს, რომ საქართველო ამას ომის გზით არასდროს განახორციელებს. ეს [დანილოვის განცხადება] დიახ, ომისკენ მოწოდებაა. ახლა, ეროვნებით ქართველებმა და დავალების მიმღებებმა ქვეყნის გარედან, კეთილი ინებონ და კითხვას პასუხი გასცენ: ემიჯნებიან და გმობენ თუ არა ასეთ განცხადებას, რომელიც ომისკენ პირდაპირი მოწოდებაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...