პაატა მანჯგალაძე – მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს 3 000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია, საქართველომ რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო, მოსკოვის ადგილას ჭაობი იყო
რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან პრეტენზია ჰქონდა, რომ ზესახელმწიფო ყოფილიყო და აღმოჩნდა, რომ უკრაინაში, მთელ რიგ ფრონტებზე, სერიოზული ზიანი და მარცხი აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი განცხადება მაინც უნდა გააკეთოს, რას წარმოადგენს საქართველო და რა ისტორიის მატარებელია.
„რა დარჩენია სასოწარკვეთილ მედვედევს იმის გარდა, რომ უკრაინაში მარცხი საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე საუბრით დააკომპენსიროს. მან არც ისტორია იცის და რუსულ იმპერიულ ნააზრევსაც წარმოადგენს. მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ და მათ ვინმემ აუხსნას, რომ საქართველოს 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია და საქართველომ რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო, მოსკოვის ადგილას ჭაობი იყო. უფრო მეტიც, საქართველოში რომ „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში პაპუასებივით დარბოდნენ. კარგი იქნება, ვაი ქართველებმა, რომლებიც რუსეთში ბევრია, ხუბუტიების მსგავს ადამიანებზე ვსაუბრობ, ელემენტარული ისტორია მაინც აუხსნან მედვედევს . „ქართულმა ოცნებამ“ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი განცხადება მაინც გააკეთონ, თუ რას წარმოადგენს საქართველო და რა ისტორიის მატარებელია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...