კარლ ჰარცელი: საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში, ნათლად აჩვენა, რომ აქვს უნარი, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპული მისწრაფებებისკენ სვლისთვის – მას აქვს ძლიერი საჯარო სამსახური, ძლიერი ინსტიტუციების შესაქმნელად
ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხა. „როგორია თქვენი პირადი შეხედულება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პოტენციალის შესახებ?“, – იკითხა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რაზეც დიპლომატმა უპასუხა:
„ჩემი აზრით, საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში, ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს უნარი, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია მისი ევროპული მისწრაფებებისკენ სვლისთვის. მთელი რიგი რეფორმების წარმატებით განხორცილებით – ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებით. მას აქვს ძლიერი საჯარო სამსახური, ძლიერი ინსტიტუციების შესაქმნელად. ეს ყველაფერი, ძალიან ბევრი ქართველის, ძალიან ძლიერ სურვილთან ერთად, რომ ქვეყანა, მომავალში, ევროკავშირში იხილონ, თუ სწორად იქნება შერწყმული ძირითად აქტივებთან, მჯერა, რომ, როგორც აქამდეც მითქვამს, საქართველოს, უბრალოდ, შეუჩერებელს გახდის, მაგრამ ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი, უპირველეს ყოვლისა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა ელჩმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...