“კობახიძის განცხადებებს იქ არ აღიქვამენ სერიოზულად და მის ადრე მხარდამჭერს მიაჩნია, რომ შესაძლოა ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა”, – ასე პასუხობს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე “ტვ პირველის”წამყვანის კითხვას, ბრიუსელში დერეფნებში ვის ეხვეწებოდა, რომ არ მიგვიღოთ ევროკავშირშიო.
“კი, ასე მითხრეს მათ. ბრიუსელში მყოფ ადამიანს თუ მიუტანენ თარგმანს, რა თქვა კობახიძემ, არ შეიძლება ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს არის ნორმალური. ეს მითხრა, მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფის წევრმა.
იმის თქმა მინდა, რომ ის ბოდვა, რომელიც განკუთვნილია საქართველოში ადამიანების გონების ასარევად, იქ ის არ აღიქმება როგორც ჯანმრთელი ადამიანის განცხადებები. მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. არ არის სასიამოვნო, როდესაც მმართველ პარტიას ჰყავს თავმჯდომარე, რომლის განცხადებებიც არ აღიქმება ჯანმრთელად ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს დედაქალაქში და ისტორიულ მომენტში,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.