ნიკოლოზ სამხარაძე: არესტოვიჩის ამოცანაა, საქართველო ომში ჩაებას, არ მგონია, მას უფრო მეტად უყვარდეს საქართველო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის განცხადებას ეხმაურება, რომ „საქართველოს მთავრობას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“. მისი თქმით, ალექსეი არესტოვიჩის ამოცანაა, რომ საქართველო ომში ჩაებას.
„ეს ნიშნავს იმას, რომ არესტოვიჩის განცხადებები უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. მე მგონი, მას უკვე საერთოდ აღარ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ძალიან ნათელია, რა არის მისი ამოცანა. მისი ამოცანაა, საქართველო ჩაებას ომში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენი კაცია გაყვანილი ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, რამდენი ტანკია იქ დარჩენილი და ამისთვის არესტოვიჩის მითითებები ნამდვილად არ გვჭირდება. არ მგონია, არესტოვიჩს უფრო მეტად უყვარდეს საქართველო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს. ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა როგორ უნდა აღვადგინოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი იონათამიშვილი: ო’ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა
ო'ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა, - ამის შესახებ შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის...
თორნიკე მოლაშვილი: როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში
ფაქტობრივად, როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში,...
გივი მიქანაძე: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ შანტაჟს არასოდეს არ დაექვემდებარება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესებს
ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი და თავისი ოჯახის სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვლილიყო ამ ქვეყანაში და ადამიანის...
არჩილ გორდულაძე: დიახ, ეკლესია არის ქართველი ხალხის სადარაჯოზე, ისევე როგორც ეროვნული ხელისუფლება იქნება ქართველი ხალხის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე
არჩილ გორდულაძე გერმანელი პოლიტიკოსის მიხაელ როთის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დასვა კითხვა - როგორ უნდა შექმნას ქვეყანამ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე,...
მამუკა ხაზარაძე: დღეიდან მოთხოვნა უნდა იყოს – არა რუსულ ხელისუფლებას
მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - არა რუსულ ხელისუფლებას. უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის, - ასე მიმართა...
კახა კახიშვილი: სიდიდით კი არ იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნიდან იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი და არა იმით თუ რამდენი ადამიანი ცხოვრებს იმ ქვეყანაში და რამდენი აქვს ფული
არ მიმაჩნია, რომ ორი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდეს ასეთ ტონალობაში, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის...