თეთრი სახლი: ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი არ იგეგმება
თეთრი სახლი არ გეგმავს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში გამგზავრებას მას შემდეგ, რაც მისი ბრიტანელი კოლეგა კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ ამჟამად არ ვგეგმავთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის უკრაინაში გამგზავრებას“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ.
9 აპრილს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევს ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დაათვალიერა დედაქალაქის ქუჩები. ევროკავშირის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე ეწვია კიევსა და ბუჩას.
ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტზე უფრო მნიშვნელოვანი იარაღის მიწოდება და მხარდაჭერაა.
„უკრაინის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვაჩქარებთ იარაღის მიწოდებას და მათ ვუწევთ საჭირო დახმარებას. ეს არის ის, რაზეც ჩვენი ყურადღებაა გამახვილებულია“, – აღნიშნა მან.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენზე
ირანის ხელისუფლებამ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინა. ამის შესახებ CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. ტელეარხის ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა ვერტმფრენიდან...
ქართველების გადაწყვეტილების მიღების ვარიანტები ჩვენგან განსხვავებულია – არ მინდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული ვუწოდო – ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი
2024 წლის 16 მაისს საქართველოს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა პრაღაში რიგით მეორე ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი გახსნეს. ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩეხური მედიისთვის...
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ჯარში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს. კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ...
24 წელი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის! – სასამართლო პროცესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი დასრულდა. 44 წლის კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში...
ცნობილი ტიკტოკ ვარსკვლავი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი...
ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა… – 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს
2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის...