Independent: ჩემს ფიქრებში საქართველოა – თოვლი, საფერავი და სოლიდარობა კავკასიაში
ბრიტანულმა Independent-მა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა. გამოცემის ჟურნალისტმა მეგან ივზმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა.
სტატიაში აღწერილია ძველი თბილისი, აბანოები, იმერეთი, გელათის სამონასტრო კომპლექსი და სამთო კურორტი ბაკურიანი.
„კოხტას წვერზე სრული სიჩუმეა, რომელსაც ძლიერი ცივი ქარის ხმა არღვევს, დაბლობი დათოვლილი მთებითა და ნაძვის ტყეებითაა გარშემორტყმული. მთის კალთები კოლორადოს მაგონებს. -7 გრადუსია, მაგრამ მზეა, უღრუბლო ლურჯ ცას მთები ხვდებიან, როგორც ამოყირავებული ოკეანე. საქართველო როგორც ძალიან ცნობილი სათხილამურო ქვეყანა არ არის, მაგრამ რატომ ვერ ვხდები, არადა შავი ზღვიდან აზერბაიჯანამდე კავკასიონის მაღალი მთებია გადაჭიმული და მთის ცხოვრების წესი განსაზღვრავს ამ რეგიონს. საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა 5193 მეტრია და 386 მეტრით მაღალია ალპების უმაღლეს მწვერვალ მონბლანზე“-წერს მეგან ივზი.
ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა სამცხე-ჯავახეთშიც იმოგზაურა, გაეცნო ადგილობრივ კულტურას, კულინარიასა და ღვინოს.
„საქართველოში 400, 500 სახეობის ვაზის ჯიშია, მათ შორისაა სახელგანთქმული საფერავი, გამორჩეული წითელი ღვინო. ღვინოთა უმრავლესობა ბიოდინამიკური, ნატურალური მეთოდით მზადდება. ძალიან ხშირად ქართველი მეღვინეები უძველეს ტექნოლოგიას იყენებენ, ღვინოს მიწისქვეშ არსებულ თიხის ჭურჭელში ქვევრში ინახავენ. საქართველოს სამხრეთით, მესხეთში მეღვინეები ისტორიული ვაზის ტერასებს ამუშავებენ. ამზადებენ ღვინოს, რომელსაც საოცარი გემო აქვს“.-წერს Independent-ის ჟურნალისტი.
სტატიის ბოლოს მეგან ივზი მკითხველს დეტალურ ინფორმაციას აწვდის თუ რომელი ავიაკომპანიების რეისებით შეიძლება საქართველოში მოხვედრა და ყურადღებას ამახვილებს ევროპის ქალაქებიდან ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ პირდაპირ ავიარეისებზე.
პოპულარული გამოცემის Independent-ის სტატიებსა და პოსტებს თვეში, სოციალურ ქსელებში, ჯამში 20 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ბეჭდურ გამოცემას ბრიტანეთში ყოველწლიურად 28 მილიონი მკითხველი ჰყავს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვასილ მაღლაფერიძე-კანონი არაფერ შუაშია და არ არის საჭირო თავის მოსულელება! ვისაც ეს გიხარიათ, მიდით ბიბლიოთეკაში და გადახედეთ 30-იანი წლების პრესას!
,,კანონი არაფერ შუაშია და არ არის საჭირო თავის მოსულელება! პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის – ზურაბ ავალიშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მეცნიერის, დიპლომატის, იურისტისა და ისტორიკოსის, ზურაბ ავალიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ამის...
„36 გრადუსამდე დათბება…“ – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6-8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 7-8...
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის – პრემიერი
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ავსტრია-უნგრეთის ბოლო იმპერატორის, კარლ I-ის შვილიშვილს, 2009-2013 წლებში საქართველოს ელჩს გერმანიაში, გაბრიელა ფონ...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეებმა ლუბლიანას თასის ღია გათამაშებაში 9 ოქროს, 10 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეებმა სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში, ცურვაში ლუბლიანას თასის ღია გათამაშებაში მიიღეს...