სოზარ სუბარი: პარტნიორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ინიშნება ელჩად
პარტნიორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ძალიან წარმატებული მინისტრი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ინიშნება ელჩად. ეს ძალიან კარგად აჩვენებს ჩვენ დამოკიდებულებას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მიმართ. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა ყველაფერი კარგად იციან.
„2012 წლიდან მოყოლებული, პარტია რომელიც მაშინ საქართველოში ოპოზიციაში გადავიდა, უკრაინაში ხელისუფლებაშია. 2012 წლიდან თუ არა, 2014 წლიდან ნამდვილად ასეა. მაღალ თანამდებობებზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოდან იყვნენ გაქცეულები და ძებნილები. ასეთ დროს გასაგებია, რომ ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენები, რაც საქართველოს წინააღმდეგ ხდება. ეს არის გარკვეული პოლიტიკის ნაწილი და ამას კომუნიკაცია ვერ უშველის.
ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს რაც ეხება, მათ ყველაფერი კარგად იციან, თუმცა ევროპარლამენტშიც არის რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც იგივე პოზიციაზეა, როგორზეც დავუშვათ საქართველოში ხატია დეკანოიძე და მისი თანაგუნდელები იყვნენ. სხვათა შორის, პარტნიორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ძალიან წარმატებული მინისტრი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ინიშნება ელჩად. ეს ძალიან კარგად აჩვენებს ჩვენ დამოკიდებულებას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მიმართ. ისევე როგორც მანამდე, სახელმწიფო მინისტრი იყო დავით ბაქრაძე, რომელიც დაინიშნა ელჩად. ეს კარგად აჩვენებს საქართველოს ვექტორსაც და დამოკიდებულებასაც ჩვენი პარტნიორების მიმართ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...