საუდის არაბეთმა ისრაელისთვის, ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველად, საჰაერო სივრცე გახსნა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
შეზღუდვა მას შემდეგ მოიხსნა, რაც კომპანია Air India-მ ინდოეთის დედაქალაქსა და თელ-ავივს შორის საჰაერო მარშრუტი დაგეგმა. შეთანხმება ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის უკვე შედგა. საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეს, ინდოეთსა და ისრაელს შორის ავიამიმოსვლისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ინდური კომპნია გამოიყენებს.
უცნობია, ისრაელის რომელიმე ავიაკომპანიას, მიეცემა თუ არა მსგავსი შესაძლებლობა და საუდის არაბეთის გავლით, სხვა ქვეყნებთან ფრენების განხორციელების უფლება