ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრს ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სხვადასხვა უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დაისახა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთის თანამშრომლობის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შექმნის შესაძლებლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სასიხარულოა, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საუდის არაბეთის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებში ბანდარ აბდულმოჰსენ ალ-ხამისი, აღმასრულებელი ოფისის გენერალური დირექტორი ზაიდ მუჰამედ ალ-ზაიდი, საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამერ ომარ ამერი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...