ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრს შეხვდა

Read Time:49 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრს ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სხვადასხვა უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დაისახა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთის თანამშრომლობის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შექმნის შესაძლებლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სასიხარულოა, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საუდის არაბეთის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებში ბანდარ აბდულმოჰსენ ალ-ხამისი, აღმასრულებელი ოფისის გენერალური დირექტორი ზაიდ მუჰამედ ალ-ზაიდი, საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამერ ომარ ამერი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინელი ლტოლვილების 93% ომის შემდეგ უკან დაბრუნებას აპირებს – კვლევა
Next post მამუკა მდინარაძე: ის არ არის მოწინააღმდეგის ჯაშუშური ქსელი, თუმცა შეიძლება იმართებოდეს და ხალისდებოდეს მის მიერ – ვისზეა საუბარი?