სამშაბათი, მაისი 13, 2025

მიხეილ სააკაშვილი: უნდა მოვითხოვოთ საქართველოს სრული დეოკუპაცია, თორემ სირცხვილია, რომ ამაზე სხვები უფრო ხმამაღლა საუბრობენ

ვისაც საქართველო გვიყვარს, ძალიან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ საქართველოს სრული დეოკუპაცია, თორემ სირცხვილია, რომ ამაზე სხვები უფრო ხმამაღლა საუბრობენ , – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გამარჯვება სულ ახლოსაა. როდესაც ირპენზე, ხარკოვსა და კიევზე ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ გალზე, ოჩამჩირეზე, სოხუმსა და გაგრაზე, ასევე ცხინვალსა და ჯავაზე.

უახლოეს პერიოდში საზოგადოებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩემეულ კონცეფციას წარვუდგენ. ყოველთვის მჯეროდა, რომ არ მოვკვდებოდი ისე, რომ თავისუფალი სოხუმი არ მენახა.

ის, უკრაინის გათავისუფლებასთან ერთად, ჩემი ცხოვრების მთავარ ამოცანად რჩება და კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველამ, ვისაც საქართველო გვიყვარს, ძალიან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ საქართველოს სრული დეოკუპაცია, თორემ სირცხვილია, რომ ამაზე სხვები უფრო ხმამაღლა საუბრობენ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაია კალასი – დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ, მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას, საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა

დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ, მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას, საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კაია კალასის თქმით, სიძლიერე აკავებს აგრესორს.„დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ. მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას. საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა. უკრაინამ ეს 2014 წელს ისწავლა ყირიმის ანექსიით და ახლა უკვე რუსეთის სამწლიანი სრულმასშტაბიანი ინტერვენციით. ჩვენს ხელთაა პასუხი კითხვაზე, როგორ შევაჩეროთ რუსეთის მიერ დემოკრატიების წინააღმდეგ აგრესიის ისტორიული ციკლი. სიძლიერე არის პასუხი. სიძლიერე აკავებს აგრესორს, სისუსტე ეპატიჟება მათ. უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ნიშნავს ძლიერ უკრაინას. კიევს არ შეუძლია, მიიღოს ბუდაპეშტის მორიგი მემორანდუმი – მხოლოდ სიტყვები არასდროს არის საკმარისი უსაფრთხოების გარანტიებისთვის, სწორედ ამიტომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების უდიდესი მხარდამჭერები და სწორედ ამიტომ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უნდა იყოს უკრაინის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი“, – განაცხადა კალასმა.კაია კალასის თქმით, ომის დასასრულებლად საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის გაძლიერება ბრძოლის ველზე.როგორც კალასმა აღნიშნა, რუსეთი სანქციების შემსუბუქებას ითხოვს, რაც იმის დასტურია, რომ სანქციები მუშაობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვი ამას არ ითხოვდა.კაია კალასმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მედიის როლზე დემოკრატიულ ქვეყნებში და ევროკავშირის მხრიდან თავისუფალი მედიის მხარდაჭერაზე.„ღრმად შემაშფოთებელია, რომ ზოგიერთი ქვეყანა ახლა ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, უცხოური ინტერესების გამტარებლებს უწოდებს. ამის შედეგად სამოქალაქო სივრცე მცირდება და შესაბამისად, მცირდება შესაძლებლობები დემოკრატიის განვითარებისთვის“, – განაცხადა კალასმა.სიტყვით გამოსვლის დასასრულს კაია კალასმა აღნიშნა, რომ დემოკრატიისთვის საჭირო ბრძოლა.„დემოკრატია არასდროს არის მოცემულობა, ის ყოველთვის არის არჩევანი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის ყოველ დღე. ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიური მოქალაქეები ჩვენს დემოკრატიებში“, – განაცხადა კაია კალასმა.

კაია კალასი – რუსეთი ცდილობს, დრო იყიდოს, ისინი მშვიდობით დაინტერესებული არ არიან

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის,  კაია კალასის განცხადებით, არ ფიქრობს, რუსეთი ნამდვილად დაინტერესებულია უკრაინაში მშვიდობის დამყარებით. ამის შესახებ კაია კალასმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტის დროს მედიასთან საუბრისას აღნიშნა.მისივე თქმით, რუსეთი თამაშობს და დროის მოგებას ცდილობს.„არ ვფიქრობ, რომ ისინი დაინტერესებული არიან მშვიდობით. ისინი კვლავ ბომბავენ უკრაინას. ისინი მშვიდობით დაინტერესებულები რომ იყვნენ, ამის შეჩერებას ახლავე შეძლებდნენ. რუსეთი აშკარად თამაშს თამაშობს და ცდილობს, დრო იყიდოს“, – აღნიშნა კაია კალასმა.გასული კვირის ბოლოს ვლადიმირ პუტინი თურქეთში 15 მაისს რუსეთ-უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის სტამბოლში პუტინს პირადად შეხვდეს.

იორგი ქალდანი მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (-70 კგ) მსოფლიოს ჩემპიონია. ასტანაში მიმდინარე შეჯიბრების ფინალში ქალდანმა იაპონელი მეტოქე დაამარცხა.მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ასევე იასპარეზებს საბა ბაღდავაძე. ტურნირი დღეს, 13 მაისს დაიწყო და 15 მაისს დასრულდება.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):გოგიტა ტერუნაშვილი (-70 კგ)საბა ბაღდავაძე (-81 კგ)მიშიკო შიობრიშვილი (-81 კგ)რამინი ყიფშიძე (-95 კგ)გიორგი ბერიძე (-95 კგ)J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):ზურაბ ზურაბიანი (-64 კგ)გიორგი ქალდანი (-70 კგ)ბაჩუკი შელია (-81 კგ)ზვიად გოგოჭური (-95 კგ)ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ)რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ)

საკანონმდებლო ორგანოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია შეიქმნება

საკანონმდებლო ორგანოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია შეიქმნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში დროებითი კომისიები აქტიურად იმუშავებენ.„გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტით, გენდერულ საკითხთა საპარლამენტო საბჭო გაუქმდა. ახალი რეგლამენტით, საპარლამენტო საბჭოები, ზოგადად, როგორც ინსტიტუტი, უქმდება. კონსტიტუციით გათვალისწინებული დროებითი კომისიების საკითხი უფრო ადვილი და მოქნილი არის იმ მხრივ, რომ პარლამენტის მხრიდან იყოს გამოყენებული. აქამდე, ფაქტობრივად, დროებითი კომისიის ინსტრუმენტი არ ყოფილა გამოყენებული, გარდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა, რომელიც რეგლამენტში ცალკე არის გათვალისწინებული. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ დროებითი კომისიის სახით შეიქმნებოდა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ძალიან მარტივად და პრაგმატულად უნდა შევხედოთ ჩვენ პოლიტიკას – ეს არის მშვიდობის შენარჩუნება ყველანაირ ფასად და ეკონომიკის განვითარებისთვის ბრძოლა – სოზარ სუბარი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკას მარტივად და პრაგმატულად უნდა შეხედოს.მისი განმარტებით, საქართველომ ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე იზრუნოს."ძალიან მარტივად და პრაგმატულად უნდა შევხედოთ ჩვენ პოლიტიკას. ეს არის მშვიდობის შენარჩუნება ყველანაირ ფასად და ვიბრძოლოთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე, საბოლოოდ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და არა იმაზე, თუ რა განცხადებას გააკეთებს რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ელჩი საქართველოში ან რა რეზოლუციას მიიღებენ ევროპარლამენტში, აშშ-ის კონგრესში თუ რომელიმე ევროპულ პარლამენტში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები