ლევან იოსელიანი: გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ქვეყნის გარეთ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და ამ განცხადებაში მას ვეთანხმები
„მოქალაქეების“ დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „გრიგოლ ვაშაძე ძალიან უსამართლოდ დააბულინგეს“. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ ხელისუფლება ქვეყნის გარეთ სწორ ნაბიჯებს დგამს, ეთანხმება.
„გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ქვეყნის გარეთ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და ამ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძეს ვეთანხმები, რადგან მე ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი და ვიცი, იქ რა ნაბიჯებს ვდგამთ ერთად, მმართველი პარტია და ოპოზიცია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს უკრაინის მხარდაჭერაზე უარი ეთქვა. გრიგოლ ვაშაძე ძალიან უსამართლოდ დააბულინგეს ამ განცხადების გამო”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
უკრაინის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკას იწონებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე , უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვასა და ჰააგის სასამართლოში ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ საქმის გამოძიების დაწყებაზე. ვაშაძე ამბობს, რომ ამ საკითხების მიმართ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროებას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ, ეს არასდროს გამხდარა არც ერთი პარტიის საქმიანობის შეფერხების, არც მით უმეტეს მათი დახურვის მიზეზი – ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონით ერთადერთი რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია შემოსავლები და ხარჯები....
გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა, ამიტომ ეშინიათ გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა – ირაკლი კობახიძე
გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამიტომ ეშინიათ...
VIDEO: „ვეტოს რა თქმა უნდა მარტივად დავძლევთ, რადგან ეს არის კანონი რომელის სჭირდება საქართველოს…“ – სოზარ სუბარი
„ვეტოს რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად დავძლევთ, რადგან ეს არის კანონი რომელიც სჭირდება საქართველოს... აქვე 26 ოქტომბერი ნამდვილად იქნება რეფერენდუმი...
ირაკლი კობახიძე: უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს, ყოველგვარი განხილვის გარეშე
უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს, ყოველგვარი განხილვის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი...
VIDEO: ახლა გაერთიანება გაერთიანებისთვის კი არ არის საჭირო, საჭირო არის ყველაზე კარგი რეზულტატის დასადებად – ბაჩო დოლიძე
ახლა გაერთიანება გაერთიანებისთვის კი არ არის საჭირო, საჭირო არის ყველაზე კარგი რეზულტატის დასადებად - ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ბაჩო...
ირაკლი კობახიძე: როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით
წავიკითხე გამოგზავნილი დოკუმენტი და როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, – ამის შესახებ...