საქართველოს მიმართ განვითარდეს მოვლენები და პროგნოზებით ლაპარაკი არასრულფასოვანი მგონია, რადგან მოვლენები განვითარდა კიდევაც და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ბორის ჯონსონის განცხადებასთან დაკავშირებით „შაბათის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ის, რომ ჩვენ როგორღაც მდგომარეობიდან გამოვედით და განვითარების სტაბილური ტენდენცია შევინარჩუნეთ, ეს საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგია. როდესაც საქართველოში განვითარდა მოვლენები, იმ პერიოდში, საგანგებო ყურადღება რომ ყოფილიყო ამ საკითხების მიმართ და ტაშ-ფანდურში არ გადაქცეულიყო ჩვენი ის რეალური პრობლემები რაც გვქონდა და „ნაციონალურმა მოძრაობას“ ყიჟინაში არ გადაეყვანა ის ტრაგედია, რაც მაშინ თავს დაგვატყდა – ცხედრები ჯერ გაციებული არ იყო, რაღაც კულტურული გაცვლების თემაზე დაიწყო საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ლაპარაკი და ახლა დასავლეთს ვაბრალებთ, რატომ ყურადღება არ მიაქცია თავის დროზე საქართველოს და თუნდაც მოლდოვას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.