გიორგი ვოლსკი: ცხედრები ჯერ გაციებული არ იყო, როცა რაღაც კულტურული გაცვლების თემაზე დაიწყო საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ლაპარაკი და ახლა დასავლეთს ვაბრალებთ, ყურადღება რატომ არ მიაქციეს თავის დროზე საქართველოს

Read Time:35 Second

საქართველოს მიმართ განვითარდეს მოვლენები და პროგნოზებით ლაპარაკი არასრულფასოვანი მგონია, რადგან მოვლენები განვითარდა კიდევაც და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ბორის ჯონსონის განცხადებასთან დაკავშირებით „შაბათის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ის, რომ ჩვენ როგორღაც მდგომარეობიდან გამოვედით და განვითარების სტაბილური ტენდენცია შევინარჩუნეთ, ეს საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგია. როდესაც საქართველოში განვითარდა მოვლენები, იმ პერიოდში, საგანგებო ყურადღება რომ ყოფილიყო ამ საკითხების მიმართ და ტაშ-ფანდურში არ გადაქცეულიყო ჩვენი ის რეალური პრობლემები რაც გვქონდა და „ნაციონალურმა მოძრაობას“ ყიჟინაში არ გადაეყვანა ის ტრაგედია, რაც მაშინ თავს დაგვატყდა – ცხედრები ჯერ გაციებული არ იყო, რაღაც კულტურული გაცვლების თემაზე დაიწყო საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ლაპარაკი და ახლა დასავლეთს ვაბრალებთ, რატომ ყურადღება არ მიაქცია თავის დროზე საქართველოს და თუნდაც მოლდოვას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ რუსეთი ახლა არ იქნება შეჩერებული და დასჯილი, სხვა აგრესორები მსოფლიოს სხვა რეგიონებში სხვა ომებს დაიწყებენ