პარასკევი, ნოემბერი 14, 2025

მთავარი პროკურორი ნარკოპოლიტიკის შეცვლის მომხრეა

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების მომხრეა.

“სასჯელები განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსში და, რა თქმა უნდა, პროკურატურა ვერ გაცდება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სანქციებს. ჩვენ ვმოქმედებთ ამ კანონის ფარგლებში და ყველა სანქცია, რასაც სასამართლო იყენებს გამომდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსიდან. ჩემი პირადი აზრია, რონ არის გარკვეული სამართლებრივი საკითხები, რომელიც საჭიროებს დახვეწას, ეს ეხება ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს, გარკვეულ ქმედებებს, სანქციებს და ამ მიმართულევით მიმდინარეობს ინტენსიური საკანონმდებლო მუშაობა. ამ პროცესში ჩართულია საქართველოს პროკურატურაც და ჩვენ ვფიწრობთ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმა საჭირო”, – განაცხადა შოთაძემ.

5 მარტს ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ნაციონალური მოძრაობა“ – 28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება

2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონამ ივანიშვილის რეჟიმის სახით, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევითა და ეროვნული ინტერესების ღალატით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საჯაროდ დასამარებულად გამოაცხადა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი.როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, 2024 წლის 28 ნოემბერს ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი გაერთიანდა და ქუჩაში საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების, ევროპული არჩევანის დასაცავად გამოვიდა.„ერთი წლის თავზე, ქართული საზოგადოება კვლავ მედგრად იცავს საქართველოს არჩევანს თავისუფალ, ღირსეულ, ევროპულ მომავალს. ივანიშვილის რუსული რეჟიმი მასობრივი რეპრესიებით, საქართველოს ასეულობით ღირსეული მოქალაქის თუ პოლიტიკური ლიდერების დატყვევებით, სამოქალაქო საზოგადოების განადგურებით, პოლიტიკური პარტიების გაუქმებით, აკადემიური თავისუფლების ხელყოფის მცდელობით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვით, ცდილობს შიში და უიმედობა დათესოს საზოგადოებაში, გააღატაკოს და ქვეყნიდან გააქციოს ჩვენი ღირსეული თანამოქალაქეები. შიშის და უიმედობის დათესვის მიზნით, ამავდროულად კი რუსეთის საამებლად, ივანიშვილის რეჟიმმა სამედიცინო პენიტენციური დაწესებულებიდან ტყვეობის მეხუთე წელს კვლავ ციხეში გადაიყვანა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.რუსული ოცნების ეს სასტიკი სპირალი, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის განადგურებას ისახავს მიზნად ვერ გატეხს ქართველი ხალხის ისტორიული სიმამაცეს და მისწრაფებას თავისუფალი, ევროპული სამყაროსკენ. 28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება!„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოს ევროპული არჩევანისთვის მებრძოლი მთავარი პოლიტიკური ძალა და რუსული იმპერიალიზმის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში, ყველა თანამოაზრე პოლიტიკურ პარტიასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობასთან ერთად კვლავ ამაყად იდგება საქართველოს გადარჩენისთვის შეკრებილი პატრიოტების რიგებში. მოგიწოდებთ საქართველოს ყველა პატრიოტს: 28 ნოემბერს, 19:00-ზე შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით გადავინაცვლოთ პარლამენტის შენობასთან. გავაგონოთ მთელს ცივილიზებულ სამყაროს თავისუფალი, ევროპული საქართველოს ხმა“, – ნათქვამია განცახდებაში.

„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ – შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება და მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.„შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც:100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა – გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მათი უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს.სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება, როგორც საცხობებში, ასევე მიმდებარე მარკეტებში, რომელთა მომხმარებლები ხშირად მოსწავლეები არიან. სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებსა და სურსათის უვნებლობის სხვა მოთხოვნებს.ამავე დროს, უწყვეტ რეჟიმში მოწმდება სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკები. მიმდინარე წელს ჩატარებულია 6 000 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 173 სამართალდარღვევა, რომელთა შორის ჭარბობს ვადაგასული სურსათის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესის დარღვევისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, საეჭვო სურსათის ან დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია  მიაწოდოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 01.სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად  გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

,,წვიმა და ქარი…” – ამინდი იცვლება

14 ნოემბერი -  პარასკევიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  წვიმა. ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +12, +17°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი.  ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°,  დღისით +16, +21°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით  +14°, +19°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, ზოგან -2°-მდე,  დღისით +6, +11°, ზოგან +16°-მდე.15 ნოემბერი - შაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია წვიმა. ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით  -1, +4°, დღისით +13, +18°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან  წვიმა, მაღალმთაში თოვლჭყაპი.  დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°,  დღისით +13, +18°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით  +12°, +17°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, ზოგან -3°-მდე,  დღისით +5, +10°, ზოგან +15°-მდე.

„ბევრს ახსოვს, იმ სახლში რა ამბავი დატრიალდა… “ – ზოია წიკლაურის ტრაგიკული ისტორია

თბილისის ქუჩებში არა, სოციალურ ქსელებში, თუ ერთხელ მაინც მივხვდი ფოტოზე აღბეჭდილ ასაკოვან ქალს, რომელიც გამორჩეული გარეგნობით ყველას ყურადღებას იპყრობს. ფერად სამოსში გამოწყობილ მოხუცს ძველი სილამაზე კვლავ შემორჩა. ერთი შეხედვით უდარდელი ქალის მიღმა დგას ადამიანი, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს.დღეს, 12 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ზოია გარდაიცვალა.PS შენს დაბადების დღეზე ვაპირებ სურპრიზის მოწყობას... 17 ნოემბერს აქ ჩამოიარე, ყვავილებს და საჩუქარს დაგახვედრებოოო...“„პრაიმტაიმი“ 2023 წელს მომზადებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:ფოტოგრაფი ლაშალამბერიძე იყო ერთ-ერთი, პირველმა გაასაჯაროვა მისი სურათები, რამაც უფრო გაზარდა საზოგადოების ინტერესები ქალბატონის მიმართ.„პრაიმტაიმმა“ მოხუცის შესახებ რამდენიმე საინტერესო დეტალი გარკვია.70 წელს გადაცილებული, ზოია წიკლაური კახეთიდან, სოფელი შაშიანიდანაა. კლუბები გვიყვებიან, რაც ქალი დაახლოებით, ოცი წელია სოფელში აღარ გამოჩენილა.„ზოია (ნინო) წიკლაური გურჯაანის რაიონიდან, სოფელ შაშიანიდანაა. ახალგაზრდა ულამაზესი ქალი იყო. მასა და მის ქმარს (გვარად ანჩაბაძეს) სკოლაში გაიცნეს, კლასელები იყვნენ. ნინო ასევე, როგორც ყველა ჩვენგანი, თუმცა დანგრევის შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულად. ინფორმაცია, მეტი ნინოს ქმარმა უღალატა, მტკნარი სიცრუეა. ქმრის მშობლებს ნინო ძალიან უყვარდათ, მას უდიდეს პატივს სცემდნენ. ნინოს ერთი შვილი ჰყავდა, თამაზი, რომელიც მხედრიონობის დროს მოუკლეს. ულამაზესი და უკარგესი ვაჟკაცი იყო. მისი ქორწინება 12-15 წელში. ნინო ჩვენც გარდაცვლილი გვეგონა,მაგრამ რამდენიმე დღის წინ ფოტოებში ამოვიცანით. სხვათა შორის, მაია კაკაურიძის მოთხრობას „ციცინათელები“ საფუძვლად ნინოს ისტორია უდევს“,- უყვება „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.მაია კიკაურიძე მოთხრობაში „ციცინათელები“ ​​შემდეგ ინფორმაციას წერს:„ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მეგობარმა ფოტო გამომიგზავნა, თუ იცნობ, აბა ვინ არისო. სურათზე არაბუნებრივად გამხდარი ქალი იყო ბეჭდილი; ღია ფერის ღია ფარფლებიანი ქუდი ეფარა, მაგრამ ღიად ჩანდა, რომ თმები არ აქვთ; ღია ყვითელი, მაქმანებით გაწყობილი კაბა ეცვა. მძივი და სამკაულები აესხა, რაც მიანიშნებდა, რომ თავის დროზე ეს სამკაულები მისი ერთგული, უღალატო მეგობრები იყვნენ და სხვები ერთგულობდნენ პატრონს - დახვეწილი სახის ნაკვთები, შემცირებული ფერის განსაზღვრა და ჯერ კიდევ ჩაუმქრალი ღიმილით. ფოტოდან ოდესღაც აუწერელი სილამაზის აჩრდილი მიცკერდა, ძვალზე გადაკრული ტყავის გამოსახულებით - ზოია- ჩვენი საბავშვო ბაღელი თეთრთმიანი ბიჭის დედა-ზოია. თამაზის გარდაცვალების შემდეგ, მეც და ძალიან ბევრს გვეგონა , რაც ზოიაც არის. თუმცა, სოციალური ქსელში განთავსებულ აღნიშნულ ფოტოს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩანდა გადაღებული, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰნია, რადგან კომენტარებში ბევრს, სხვასაც ახალს ვკითხულობდი: ,,ამ ქალს შვილი მოუკლეს აფხაზეთის ომში და ამ მდგომარეობაში მას შემდეგ იმყოფება''. კი ბატონო, შვილის სიკვდილმა გადაიყვანა საბრალო ზოია ჭკუიდან, მაგრამ აზიის აფხაზ ომში არ მოუკლავთ... განცხადება ზეცაშია და ის უფალმა იცის.. რა დაუნდობელია ცხოვრება. რა ბედზე და ვარსკვლავზე დაბადებულან დედაც და შვილიც?! ზოიას მოძებნა რთული არ არის - რუსთაველის მეტრო მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლოს ვერ გაეკარებით, მაგრამ არავის ელაპარაკება.... ნეტავ, თუ მიცნობს?!“.

ბოლო სიახლეები