„ეს ეგომანიაკი, ხალხი იმიტომ გამოვიდა, რომ მე ჩამოვედიო“ – თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს უთავმოყვარეოს და ქვეყნის მტერს უწოდებს.
„ეს ეგომანიაკი – ხალხი იმიტომ გამოვიდა, რომ მე ჩამოვედიო. ეს უთავმოყვარეო ჯაყო! ეს ქვეყნის მტერი – ყველაფერს ხელს უშლის, თუ თვითონ პირველი არაა. ასე იპარავს და ითვისებს, და ხრწნის ყველაფერს. ვინც ამ ქვეყნის მტრობასა და გახრწნაში მონაწილეობს, იმას აშუქებენ! ვინც ამას ეწინააღმდეგება – არა. ასე რჩება ბიძინა მთავრობაში“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.