თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონის“ ყველაზე ბოლო, BA.2 ვარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე პირველი სუბვარიანტი და შედარებით მძიმე დაავადებას იწვევს
კორონავირუსის დომინანტი შტამი „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი, BA.2 ჯანმრთელობისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი წინამორბედი BA.1, სუბვარიანტი. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალ იაპონურ კვლევაზე დაყრდნობით, გამოვლინდა, რომ „ომიკრონის“ BA.2 შტამი, პნევმონიას იწვევს და, ზედა სასუნთქი გზების გარდა, ქვედა სასუნთქ გზებსაც მკვეთრად აზიანებს.
თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორის თქმით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ქვეშტამით გამოწვეული გართულებებით არის განპირობებული.
„BA.2, ანუ „ომიკრონის“ ყველაზე ბოლო ვარიანტი, 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი, BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და, მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას. საქართველოში შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ საქართველოში მაინც ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ დოზით აცრილთა რიცხვი“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 893 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 388 534, გარდაიცვალა 15 856 პაციენტი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: 17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, რომლის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა სამების ტაძრისკენ
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, 17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, რომლის შემდეგაც...
მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები“ მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო
მიწის რეფორმის ქართული მოდელი აშშ-ში, ქ. ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გააცნო. სესიას მსოფლიოს...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მიშელ მუსხელის მოღვაწეობის ამსახველ, დღემდე უცნობ დოკუმენტაციას მიაკვლიეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო გრანტის - „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი...
გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია-მამა შალვა კეკელია
გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია, -...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...