ანჯეი დუდა – საქართველო მიწვეული უნდა იყოს ნატო-ში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე, შედგეს ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის შეხვედრაც, რათა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყნები არ მიგვიტოვებია
რუსეთმა დამატებითი ძალები განალაგა ბელარუსში. თუ ეს სამხედროები დარჩებიან ბელარუსში და სამშობლოში არ დაბრუნდებიან, ეს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან შეგვეძლება, ვთქვათ, რომ რუსეთი კიდევ ერთ სამხედრო ოლქს ამატებს, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პოლონეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.
„ნატო-ს მადრიდის სამიტამდე საჭიროა, გაიმართოს ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს შეხვედრები. ეს შევთავაზე გენერალურ მდივანს. მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს. ვიდრე პეკინში ჩავიდოდი, თბილისში გავჩერდი. ვისაუბრე უსაფრთხოების სიტუაციაზე, დავინტერესდი მისი ხედვითა და შეფასებით. მე მჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს მიწვეული ნატო-ში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე და უნდა შედგეს ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის შეხვედრაც ამავე დონეზე, რათა მოვახდინოთ სოლიდარობის დემონსტრირება ამ ქვეყნების მიმართ, ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყნები არ მიგვიტოვებია. ეს ქვეყნები ყოველთვის ლოიალურები იყვნენ ალიანსის მიმართ და ჩვენც უნდა ვაჩვენოთ, რომ ნატო-ს ისინი ახსოვს. ეს მნიშვნელოვანია ნატო-ს სანდოობისთვის“, – განაცხადა დუდამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...