ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026

საპატრიარქო ნიკა გვარამიას ილია II-სთან შეხვედრაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ის მიზეზია განმარტებული, რის გამოც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დირექტორი, ნიკა გვარამია 15 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა.

” ხუთშაბათს შედგა ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქთან.

სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და ,,შაბათის კურიერის“  ,,პრომოშიც“ გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.

ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას  ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ. გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.

კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია  და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას) ნებაა,  თუ როგორ იმოქმედებს.

P.S.  რომ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი  ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა” – წერია განცხადებაში.

გვარამიამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატობა თებერვალში შესთავაზა.

რამდენიმე დღის წინ ცნობბილი გახდა, რომ ნიკა გვარამია საადვოკატო საქმიანობას უბრუნდება. მან მატროსოვის ციხეში ციანიდის საქმის მთავარი ფიგურანტი, მამა გიორგი მამალაძე მოინახულა.

სტრასბურგის სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს სწორედ ნიკა გვარამია დაიცავს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს უთხრა.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა და მამაკაცი სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

საქართველოში ჩინური მანქანების იმპორტი მაქსიმუმზეა – რა ჯდება ერთი ავტომობილი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 6 თვეში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი წლიურად 66%-ით გაიზარდა და ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოსთვის ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის უკვე მესამე ადგილზეა.უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში ქვეყანაში 4 185 ერთეული (38.473 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა, 2025 წლის იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 521 ცალი (21.710 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) იყო.შედარებისთვის, 2024 წელის 6 თვეში საქართველოში ჩინეთიდან 1 393 ერთეული (22.777 მლნ აშშ დოლარის) მანქანა შემოვიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში 852 ავტომობილი (10.729 მლნ აშშ დოლარის), 2022 წლის იანვარ-ივნისში კი 348 (2.632 მლნ აშშ დოლარის) ერთეული.სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2026 წლის 6 თვის მდგომარეობით, ჩინური ავტომობილების ღირებულება ზოგად ჭრილში წლიურად მომატებულია.უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-ივნისის იმპორტის მონაცემებით, ერთი ერთეული ჩინური ავტომობილის საშუალო ღირებულება, დაახლოებით 9.2 ათასი აშშ დოლარი იყო, 2025 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 8.6 ათასი აშშ დოლარი. (შენიშვნა: ფასი დათვლილია საშუალო მაჩვენებლებით, შესაბამისად მარკის, მოდელისა და წლოვანების მიხედვით, ღირებულება შესაძლოა უფრო მეტი ან ნაკლებიც იყოს).რაც შეეხება მთლიანობაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტს, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ჯამში, 100 616 ერთეული (1.614 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა) ავტომობილი შემოვიდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 12.3%-ით ნაკლებია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასული წლის 6 თვეში მანქანების იმპორტმა 114 778 ერთეული (1.938 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა.ამასთან, აღსანიშნავია რომ წელს საანგარიშო პერიოდში შემოსული ავტომობილების 4.1% ჩინეთზე მოდის.

დონალდ ტრამპი – ლინდსი გრემს ომი უყვარდა, ხუმრობით ვამბობ, თუმცა ამაში სასაცილო არაფერია, მას არასდროს უნახავს ომი, რომელიც არ მოსწონებია

ლინდსი გრემს ომი უყვარდა. ხუმრობით ვამბობ, თუმცა ამაში სასაცილო არაფერია, მაგრამ მას არასდროს უნახავს ომი, რომელიც არ მოსწონებია. ის ამ საკითხით ძალიან იყო გატაცებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა.მისივე თქმით, ეს „კარგი მიზეზების“ გამო ხდებოდა.ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში გრემი ირანთან შეთანხმების მომხრე იყო და აღნიშნავდა, რომ შეთანხმების დადებისთვის კარგი დრო იყო.„ლინდსის შემთხვევაში ეს ძალიან საინტერესოა – ირანის საკითხზე ის, როგორც იტყვიან, ყოველთვის ძალიან მკაცრი პოზიციის იყო,  მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პოზიცია შეიცვალა. ფიქრობდა, რომ შეთანხმების მიღწევა თუ შესაძლებელია, ამ შემთხვევაში გარიგების დადება უკეთესია, ვიდრე ქვეყნის დარჩენილი ნაწილის უბრალოდ განადგურება“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ლინდსი გრემს უფრო „მებრძოლი“ და ხისტი პოზიცია ჰქონდა და ის მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა.ამასთან, ტრამპმა გრემს უწოდა „დიდი პოლიტიკოსი“, რომელსაც „ადამიანების გაერთიანება შეეძლო“.„ჩვენი ურთიერთობა ცოტა რთულად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ის სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. საბოლოოდ, ეს მართლაც შესანიშნავ მეგობრობაში გადაიზარდა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.მისივე თქმით, პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გრემი მას ჯარის გაძლიერებაში ეხმარებოდა.

ირანში ორი მომიტინგე საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს

ირანში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ წელს მასშტაბურ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობაში, - ინფორმაციას CNN-ი ადამიანის უფლებათა დამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, აბოლფაზლ სეფაჰი ბაჯანი და ამირჰოსეინ საფარი ჰოსეინაბადი სიკვდილით გამთენიისას, ალი ხანის მოედანზე დასაჯეს.ორივე მამაკაცი იმ 14 ადამიანს შორის იყო, რომლებსაც სიკვდილით დასჯა დემონსტრაციებთან დაკავშირებულ საქმეზე მიესაჯათ.ირანის ხელისუფლებამ მომიტინგეებს ბრალი დასდო „უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ძალადობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ცეცხლგამჩენი მოწყობილობების გამოყენებაში, საზოგადოებრივი ქონების დაზიანებასა და მოკლულთა ცხედრების დაწვაში“.

ფასები განახლდა – კვარაცხელია ძვირად ღირებულთა პირველ ათეულშია

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ Transfermarkt-მა ფეხბურთელების ფასები განაახლა. საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება, რომელსაც მუნდიალზე მონაწილეობა არ მიუღია, ისევ 140 მილიონი ევროა.პირველი ათეული ასე გამოიყურება1-2. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) - 220 მლნ1-2. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 220 მლნ3. კილიან მბაპე (რეალი) – 200 მლნ4. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 170 მლნ5. ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 160 მლნ6. პედრი (ბარსელონა) – 150 მლნ7-10. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 140 მლნ7−10. ვინისიუსი (რეალი) – 140 მლნ7−10. ვიტინია (პსჟ) – 140 მლნ7−10. ჟოაო ნევეში (პსჟ) – 140 მლნ

ბოლო სიახლეები