პარასკევი, მაისი 1, 2026

საპატრიარქო ნიკა გვარამიას ილია II-სთან შეხვედრაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ის მიზეზია განმარტებული, რის გამოც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დირექტორი, ნიკა გვარამია 15 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა.

” ხუთშაბათს შედგა ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქთან.

სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და ,,შაბათის კურიერის“  ,,პრომოშიც“ გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.

ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას  ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ. გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.

კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია  და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას) ნებაა,  თუ როგორ იმოქმედებს.

P.S.  რომ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი  ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა” – წერია განცხადებაში.

გვარამიამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატობა თებერვალში შესთავაზა.

რამდენიმე დღის წინ ცნობბილი გახდა, რომ ნიკა გვარამია საადვოკატო საქმიანობას უბრუნდება. მან მატროსოვის ციხეში ციანიდის საქმის მთავარი ფიგურანტი, მამა გიორგი მამალაძე მოინახულა.

სტრასბურგის სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს სწორედ ნიკა გვარამია დაიცავს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს უთხრა.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანტონიუ გუტერეში – ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შედეგები ყოველ საათში უარესდება, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა ახრჩობს გლობალურ ეკონომიკას, დიალოგის დროა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის დახურვა გლობალურ ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზიანებს.ამასთან, ანტონიუ გუტერეში მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.„ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შედეგები ყოველ საათში მკვეთრად უარესდება. ჰორმუზის სრუტის ტერიტორიაზე ნავიგაციის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა არღვევს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, წარმოებისა და სურსათის ბაზრებს და ახრჩობს გლობალურ ეკონომიკას. ახლა დიალოგის დროა გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც კრიზისული სიტუაციიდან გამოგვიყვანს და ზომებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობისკენ გზის გახსნა“, – აცხადებს გუტერეში. 

რობერტ ფიცო: როცა პუტინს ვხვდები ყველა მაკრიტიკებს, მაგრამ როცა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვბრუნდები, ბრიუსელის საპირფარეშოებში ყველა სათითაოდ მეკითხება, რა თქვა მან.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, როცა ის მოსკოვში ჩადის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრება, დაბრუნებისთანავე ბრიუსელის საპირფარეშოებში მას ყველა ეკითხება, თუ რა ილაპარაკა კრემლის ლიდერმა.ფიცოს თქმით, თუ ევროპელებს ასე აინტერესებთ პუტინთან საუბარი, მაშინ თავად უნდა ჩავიდნენ მოსკოვში და დაელაპარაკონ მას.„ვხვდები პუტინს და ყველა მაკრიტიკებს. ხოლო, როცა პუტინთან შეხვედრიდან ვბრუნდები, ბრიუსელის საპირფარეშოებში ყველა სათითაოდ მეკითხება, თუ რა თქვა მან. მაშ, რატომ არ ჩადიან თავად და არ ელაპარაკებიან მას?“, - განაცხადა ფიცომ.

ვან ი – აშშ-მა და ჩინეთმა უნდა დაიცვან ძნელად მოპოვებული სტაბილურობა, გააფართოონ თანამშრომლობა და მართონ უთანხმოებები

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი აცხადებს, რომ პეკინმა და ვაშინგტონმა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში რთულად მოპოვებული სტაბილურობა უნდა შეინარჩუნონ.მედიის ცნობით, ვან იმ ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.„ორივე მხარემ უნდა დაიცვას ძნელად მოპოვებული სტაბილურობა, კარგად მოემზადოს მნიშვნელოვანი მაღალი დონის ურთიერთქმედების დღის წესრიგისთვის, გააფართოოს თანამშრომლობა და მართოს უთანხმოებები“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.მისივე თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის ყველაზე დიდი რისკის  შემცველი საკითხი ტაივანია.„ტაივანის საკითხი ჩინეთის ძირითადი ინტერესია. აშშ-მა უნდა შეასრულოს თავისი დაპირებები და სწორი არჩევანი გააკეთოს, რათა ჩინეთ-აშშ-ს თანამშრომლობისთვის ახალი სივრცე გახსნას და მსოფლიო მშვიდობისთვის სათანადო ძალისხმევა გაიღოს“, – განუცხადა ვან იმ რუბიოს.როგორც ცნობილია ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც.

კახა კალაძე – პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს

პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.„არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის კუთხით. არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ აუცილებელია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბარიც ჰქონდა მარკო რუბიოსთან, მაისის დასაწყისში აშშ-დან დელეგაციასაც ველოდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საქართველო ვერ შეეგუება ვერცერთი ქვეყნის მხრიდან მტრულ და არამეგობრულ დამოკიდებულებას.„მტრული, არამეგობრული დამოკიდებულება, რაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში არსებობდა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით, კატეგორიულად მიუღებელია. ვისმენდით ცრუ განცხადებებს, მუქარის შემცველ ტონს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პატივი სცეს სუვერენულ სახელმწიფოს. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, მაგრამ დიდი კულტურის მატარებლები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე განმარტებით, საქართველოში გარედან მართულ კონკრეტულ ჯგუფს არ სურს საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობის განახლება.„ვიცით, ვინც გამორიცხავს საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობების განახლებას. ადამიანები, რომლებთაც არანაირი კავშირი არ აქვთ ქართველ ხალხთან. ისინი არიან აგენტურის წარმომადგენლები. ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში მსგავსი ქსელის შესაქმნელად. ეს შეიძლება ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაციების, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სახით. ეს მარტო საქართველოში კი არ ხდებოდა, არამედ სხვა ქვეყნებშიც. სურდათ, თავიანთი აგენტურით ემართათ ისინი. ევროინტეგრაციის გზაზეც ცდილობდნენ ხელშეშლას. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

კახა კალაძე – ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით

მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, ქალაქში არსებული საცობების განტვირთვისა და გადაადგილების გამარტივების მიზნით გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით.„რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მინისტრი რევაზ სოხაძეც ესწრებოდა. განხვიხილეთ ალტერნატიული შემოსასვლელები და გასასვლელები დედაქალაქში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძო ავტომობილებით შევთავაზოთ გადაადგილების ალტერნატივა. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რომელი კონკრეტული გზა იქნება გამოსადეგი ქალაქისთვის და მოგვცემს ქალაქის განტვირთვის შესაძლებლობას. პროცესში ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია. მათი ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდება აღნიშნული პროექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ

ბოლო სიახლეები