გიორგი ჩოგოვაძე – ყველაფერს გავაკეთებთ საფრთხის შესამცირებლად, რომელიც გუდაურის შემთხვევის გამო, შესაძლოა, ქვეყნის იმიჯს შეექმნას
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საფრთხე, რომელიც გუდაურში მომხდარის გამო, შესაძლოა, ქვეყნის იმიჯს შეექმნას, მინიმუმამდე დავიყვანოთ – ასე უპასუხა გიორგი ჩოგავაძემ ჟურნალისტების კითხვას, აისახება თუ არა გუდაურში მომხდარი უარყოფითად ტურისტულ სეზონზე.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გუდაურში ჩავიდა და სამედიცინო დახმარების ცენტრში პირადად გაეცნო დაშავებულებისჯანმრთელობის მდგომარეობას.
რაც შეეხება დანარჩენი საბაგიროების მუშაობას, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ყველა საბაგირო გამართულია.
„ჩვენი ინფორმაციით, ყველა საბაგირო გამართულია და გამართული უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, უკვე ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.
წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...