ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025

იან კელი – არ ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის ჩიხში მოქცევა უნდა

საქართველოს  პრემიერ-მინისტრსაც, პარლამენტის თავმჯდომარესაც  სურთ,  განავითარონ საპარლამენტო დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილება კონსენსუსის მიღწევის ხარჯზე მიიღება, -ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ფეისბუქკონფერენციისდროს განაცხადა.

შეკითხვა  თებერვალში  აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშს შეეხებოდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ეცდება ოპოზიციის ჩიხში მოქცევას და ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას“.

როგორც აშშ-ის ელჩმა აღნიშნა,  არ მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის ჩიხში მოქცევა უნდა.

„მე ვერ ვხედავ შემაშფოთებელ ტენდენციას, რაც უკავშირდება ერთპარტიულ მმართველობას. არ ვთვლი, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს,  ჩიხში მოაქციოს ოპოზიცია. პრემიერ-მინისტრსაც,  პარლამენტის თავმჯდომარესაც  სურთ, რომ განავითარონ საპარლამენტო დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის მიღწევის ხარჯზე“, – აღნიშნა იან კელიმ.

ამასთან, ელჩის თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში მაინც არსებობს გარკვეული წუხილი.

„არსებობს გარკვეული წუხილი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ გავიხსენებთ 2016 წლის არჩევნებს,  მიუხედავად იმისა,  რომ „ქართულმა ოცნებამ“  50 პროცენტზე მეტი მიიღო,  იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება კონსტრუქციული მიდგომა.  თუმცა მიმაჩნია,  რომ მოსახლეობაზეც ბევრია დამოკიდებული.  თქვენ უფრო აქტიურები უნდა იყოთ, უნდა შეხვდეთ პარლამენტის წევრებს, დასვათ  საკითხები,  მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იან კელიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ავარია ქვიშხეთთან – ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვიშხეთთან. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი 31 წლის ასაკში კლდეზე ასვლისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა

გერმანელი ბიათლონისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლორა დალმაიერი 31 წლის ასაკში კლდეზე ასვლისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.პენსიაზე გასული გერმანელი ბიათლონისტი პაკისტანის მთებში ქვის ცვენის ქვეშ მოყვა. ქვის ცვენა ყარაკორამის მთებში, ლაილას მწვერვალზე მოხდა.სამაშველო ოპერაცია ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც დალმაიერის მთამსვლელმა პარტნიორმა, მარინა ევამ მაშველები გამოიძახა.მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ცუდი ხილვადობისა და ამინდის გამო, სამაშველო ოპერაციაში სამხედრო ვერტმფრენების გამოყენება ვერ შეძლეს.დალმაიერის გუნდმა ასევე განაცხადა, რომ ტერიტორიის სიშორის გამო, სამაშველო ვერტმფრენმა ადგილზე მისვლა და მისი დათვალიერება მხოლოდ სამშაბათს დილით შეძლო.შემთხვევის შედეგად სპორტსმენი მძიმედ იყო დაშავებული. მიღებული ტრავმების გამო, ის გარდაიცვალა.31 წლის დალმაიერი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია. 2019 წელს მან სპორტული კარიერა დაასრულა.

სალომე ზურაბიშვილი – 1-ელი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს – ჩვენ, ვინც მზია ამაღლობელის მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით – ამაყნი...

პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს - ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეზე ვართ, და ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომას ეხმაურება, რომელიც 1-ელ აგვისტოს გაიმართება.სალომე ზურაბიშვილის თქმით, 1-ელი აგვისტო იქნება დღე, რომელიც ყველას შეეხება და ყველას ლუსტრაცია მოხდება.„1-ელი აგვისტო ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება სამუდამოდ როგორც გზასაყარი. იქნება საქართველო 2025 წლის პირველ აგვისტომდე და პირველ აგვისტოს შემდეგ. იმაზე თუ როგორ ჩაეწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე, რომელიც ამდენ გმირს, პატრიოტს, ამდენ წმინდანს, ამდენ ღირსეულ ქვეყნის სამსახურში სულდალეულ შვილს ითვლის, პასუხისმგებელი იქნება ყველა ვინც მონაწილეობას იღებს საბოლოო გადაწყვეტილებაში. ერთი კონკრეტული მოსამართლიდან დაწყებული (სახელის ესოდენ დისკრედიტაცია რა ფულმა უნდა ჩამორეცხოს), ერთი ლოყა გალეწილი პოლიციელის ჩათვლით (ის ნამდვილად შევა ისტორიაში როგორც გაწითლებული ლოყის მქონე, ოღონდ სირცხვილისგან კი არა, არამედ არაკაცობისგან გაწითლებული, ვით ლოყაზე დასმული წარუშლელი ლაქა), და მმართველი გუნდის ყველა წევრით, ივანიშვილი, კობახიძეებით ….ისტორია უმკაცრესი რამაა, უკვდავი და მუდმივი მხოლოდ მისი განაჩენია! ჯერ კიდევ ერთი ბეწო იმედი დაგვრჩენია, რამე შერჩენილ ადამიანობის გაღვიძებისა ( ქრისტიანები თუ ვართ სავლე და პავლე მაინც გვახსოვდეს უნდა), მაგრამ პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს.ეს დღე ყველას ეხება და ყველასი ლუსტრაცია იქნება: ან სამართლის მხარეს ხარ, ან შეკერილი მოგონილი საქმის და ტოტალური უსამართლობის. აქ ტყუილი ბრალდებები ვერ გაჭრის: მზიას „ნაცების“ მომხრედ, გადატრიალების მომხრედ ან ვინმეს აგენტად ვერ მონათლავ! და ვინც უყურებს ამ ერთ ქალს, როგორ არაფრის გულისთვის ( თუმცა ღირსების დაცვა არაფერი არ არის) აწამებენ, ან ხედავ და გესმის რას უკეთებენ ხალხსა და ქვეყანას, ან ბრმა და ყრუ ხარ და ყველაფერზე აწი დახუჭავ თვალს, სანამ შენ არ შეგეხებიან … უკვე გვიან, ძალიან გვიან იქნება!აქეთ კი, დღეს ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეზე ვართ, და ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ვიქტორ ორბანი – ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის

ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ვიდრე აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირდაპირი შეხვედრა არ გაიმართება, ცეცხლის შეწყვეტის შანსი არ არსებობს.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ზელენსკი უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია.„მე ყოველთვის ვცდილობ, სათანადოდ მოვიქცე, რაც აუცილებელია, თუ კარგი ურთიერთობები გვსურს. ამიტომ, მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ზელენსკის, მაგრამ მჯერა, რომ მან შეცდომები დაუშვა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი ერთი წლის წინანდელი შეთავაზების უარყოფა მშვიდობის დამყარების თაობაზე, რადგან რაც უფრო მეტი დრო დასჭირდება ამას, მით უფრო მაღალი ფასი დაჯდება. შემდეგ მან დამარწმუნა, რომ ამ ომში დრო მისი ქვეყნის მხარეს იყო. მან უარყო ჩემი ინტერპრეტაცია, რომ დრო რუსეთის მხარეს იყო, მაგრამ ჩვენ დღეს აქ ვართ. პრეზიდენტ ზელენსკის მდგომარეობა ადვილი არ არის. ძალიან რთულია ერის გაერთიანება, რომელიც უიმედო ომშია“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

“ერთი წელი და ცხრა თვე შენთან ერთად” – ილია თოფურიას ქალიშვილი იუბილარია

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ქალიშვილი, ჯორჯინა 1 წლის გახდა.ილიას მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუიმ შვილს დაბადებისდღე გულთბილი და ემოციური ტექსტით მიულოცა."ერთი წელი და ცხრა თვე შენთან ერთად.იმ წამიდან, რაც შენზე გავიგე, დაიწყე ჩემი შეცვლა, ისეთი გზებით, როგორითაც ვერც კი წარმომედგინა. შენ დამანახე, რომ სიყვარული ყველაფერს შეუძლებელს ხდის და ყოველდღე მასწავლი, რომ ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, რაც შემიძლია დაგიტოვო, არის ის, რომ გაჩვენო - სადაც არ უნდა წავიდეთ, შეგვიძლია ის ადგილი უკეთესი დავტოვოთ, ვიდრე ვიპოვეთ.შენ, ვინც დედად მაქციე და ჩემს ცხოვრებას კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობა მიეცი. შენ, ვინც პირველად რომ დაგინახე, მაშინვე გავიგე - ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. შენ, ვინც ჩემს ყველა ოცნებაზე ბევრად მეტი ხარ - ჩემი ანგელოზი შვილის სახით.დღეს შენი პირველი დაბადების დღეა და გისურვებ სიყვარულით, თავისუფლებით სავსე ცხოვრებას, ყველა სფეროში.შენ, ჩემო მზის სხივო, რომელიც ანათებ ჩემს სამყაროს. უბრალოდ მიყვარხარ. ჩემო მამაცო, ჭკვიანო და ძლიერო გოგონა.სიყვარულითა და პატივისცემით, გიორგინა უზკატეგი, დედა" - წერს ჯორჯინა და დაბადების დღის ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.         

ბოლო სიახლეები