ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი – ვისურვოთ, რომ მომავალი წელი იყოს მშვიდობის, კეთილდღეობის მომტანი, სიხარულის, სიყვარულის და ჩვენი გაერთიანების წელი
მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. დღეს, ამ ლამაზ ადგილას შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად, საზეიმოდ ავანთოთ ეს ულამაზესი ნაძვის ხე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკმაოდ რთული წელი იყო 2021 წელი, მაგრამ ამავდროულად, ეს იყო დიდი გარდატეხის წელი.
„რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ნაძვის ხის ანთებით ვემზადებით ახალი წლის შესახვედრად. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთული წელი იყო 2021 წელი, მაგრამ ამავდროულად, ეს იყო დიდი გარდატეხის წელი, ვინაიდან, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ. ახლა მინდა, რომ ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და გისურვოთ, პირველ რიგში, მშვიდობა, ჯანმრთელობა თქვენ და თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს, თქვენს მშობლებს. მივესალმები ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა. მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში, ოსეთში, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. მინდა, რომ ამ სცენიდან მადლობა გადავუხადო ამ რთულ წელს გაწეული საქმისთვის ჩვენს გმირ ექიმებს, ჩვენს გმირ პოლიციელებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ყველას მინდა მოგეფეროთ და მადლობა გითხრათ. ვისურვოთ, რომ მომავალი წელი იყოს მშვიდობის, კეთილდღეობის მომტანი, სიხარულის, სიყვარულის და ჩვენი გაერთიანების წელი. დიდი მადლობა და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...