სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ინიციატივით ჟურნალისტებს გამართული მეტყველებისთვის 1-თვიანი სწავლება ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა თქვა.
“ჩვენ ვიცით რომ ჟურნალისტებს განსაკუთრებით მოეთხოვებათ სწორი, გამართული, ლექსიკურად მდიდარი ქართული მეტყველება. ჟურნალისტებს ყველაზე ხშირად აქვთ კომუნიკაცია ჩვენს ტელემაყურებელთან, მსმენელთან, მოსახლეობასთან და არის ხოლმე ძალიან პრინციპული შეცდომები. ეს აზრი. რომ გარკვეული წვრთნა ჩაუტარდეთ ჟურნალისტებს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმ მაუწყებლობებთან რომელთა მესვეურებიც ამაზე უნდა ზრუნავდნენ. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მხარში დავუდგეთ ჩვენს ჟურნალისტებს. ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად კორექტული და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით განპირობებული: ჟურნალისტები ხართ ჩვენი მეკავშირეები საზოგადოებასთან და ჩვენს მომავალ თაობასთან”, – თქვა ალიბეგაშვილმა.
დღეს დეპუტატმა გუგული მაღრაძემ თქვა, რომ მეტყველების გაკვეთილები მასწავლებლებს, ჟურნალისტებს და ზოგიერთ დეპუტატსაც სჭირდება.