თეა წულუკიანი – 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან 53 სავარაუდოდ დაკარგულია, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება იქნება დასაწყები
2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, ძირითადად ეს არის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, 53 სავარაუდოდ დაკარგულია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კი ინვენტარიზაცია დასრულდება, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება იქნება დასაწყები.
„ფონდები მოსაწესრიგებელია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. ჩვენ უკვე ვიცით მაგალითისთვის, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, ძირითადად ეს არის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, 53 სავარაუდოდ დაკარგულია, შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება.
მინდა ჩეხეთში ჩვენს საელჩოს და ჩემს პირველ მოადგილეს ვუთხრა მადლობა, ვინაიდან საელჩოებიდან გადარჩენილი ფერწერული ტილოების დაბრუნების პროცესი დაიწყო და ჩეხეთში ჩვენი საელჩო იყო ამ მხრივ პირველი მერცხალი. დანარჩენ საელჩოებთან, რა თქმა უნდა, მეც და ჩემი კოლეგა ბატონი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიმუშავებთ, რომ ეს ექსპონატები დაბრუნდეს ეროვნულ გალერეასა და ხელოვნების მუზეუმში. იქნება სხვა დანაკლისებიც. ამის შესახებ ინფორმაციები არსებობს და ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები დაიდება მომავალი წლის გაზაფხულზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...
დეპუტატების დაპირისპირება პარლამენტში: “ქინძი”, “ქათამი”, “მამაძაღლი”, “არაკაცი”
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ირაკლი ქადაგიშვილი და პაატა მანჯგალაძე დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლა გახდა. პაატა მანჯგალაძემ განაცხდა,...
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი უფლებები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ტრენინგ-პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
პროტესტი პარლამენტთან – აპირებენ თუ არა დემონსტრანტები ღამის გათენებას და რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს,...