კახა კუჭავა – ჩვენი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდა და საპარლამენტთაშორისო კავშირი ამ მხრივ მნიშვნელოვანი ფორმატია
საპარლამენტთაშორისო კავშირის ფორმატში მთავარი სასაუბრო თემებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არაღიარების პოლიტიკა, რასაც საკმაოდ წარმატებით ვახორციელებთ და ამ კუთხით ყოველწლიურად გვაქვს შედეგი მხარდამჭერი ქვეყნების სახით. ჩვენ გვსურს ამ ქვეყნების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კუჭავა, დელეგაციასთან ერთად, მადრიდში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართავს და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.
კუჭავას თქმით, ვიზიტის ფარგლებში, კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, სადაც არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, მსოფლიოს დღის წესრიგში არსებულ არაერთ თემაზე იმსჯელებენ.
„ვისაუბრებთ ყველა მიმდინარე საკითხზე, რომელიც უკავშირდება როგორც პანდემიურ მდგომარეობას, ასევე ეკონომიკის კუთხით ურთიერთობების გაძლიერებას, ინვესტიციებს, ტურიზმს და ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში არსებულ სხვადასხვა საკითხებს. ორმხრივი შეხვედრების ფორმატს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან საშუალება გვაქვს, პირისპირ ვისაუბროთ აქტუალურ საკითხებზე. ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას შევეხებით ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს, აუცილებელია, ვისაუბროთ იმ ზოგად გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას“,- განუცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...