პარასკევი, ნოემბერი 7, 2025

გიორგი კვირიკაშვილი: გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია პატრიოტული საქმეა

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორიგ კვირიკაშვილი დაესწრო. პრემიერის განცხადებით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცაცია პატრიოტული და მამულიშვილური საქმეა.

“დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ახალი ტფილისის პროექტის ფარგლებში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია-აღდგენა არის მართლაც პატრიოტული, მამულიშვილური საქმე იმისათვის, რომ თითოეულ ამ ულამაზეს შენობას შევუნარჩუნოთ ისტორიული სახე. ეს არის ის ადგილი, სადაც განსაკუთრებით იგრძნობა თბილისის სუნთქვა, ის სულისკვეთება, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი შემოინახა ისეთად, როგორიც არის დღეს და აქცია ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად მთელ მსოფლიოში.

წლების განმავლობაში, ინფრასტრუქტურის გაუმართაობამ და უყურადღებობამ სავალალო შედეგებამდე მიიყვანა ამ ულამაზესი შენობების მდგომარეობა, ამიტომ ნამდვილად არის მამულიშვილური საქმე, რომ დღეს ამ მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციას ვიწყებთ. არა მხოლოდ ამ მოედნის, არამედ მიმდებარე ქუჩების და მთლიანობაში 30-მდე შენობა-თავისი ულამაზესი ეზოებით აღდგება. აქედან 18 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამიტომაც არის ეს პროექტი განსაკუთრებული”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვილი სანიოლი – ახალი გუნდის შენების პროცესში ვართ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.ორი ტურით ადრე გადაწყდა, რომ ჩვენი გუნდი ჯგუფიდან ვერ გავა. მწვრთნელმა კი აღნიშნა, რომ ესპანეთსა და ბულგარეთთან მატჩები მომავალი შესარჩევისთვის სათანადოდ მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს:„გამოგვაკლდა რამდენიმე ფეხბურთელი, თუმცა ნაკრებში გვყავს ახალი სახეები. გუნდის შენების პროცესში ვართ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპსა და ერთა ლიგას კარგად მომზადებულები შევხვდეთ.როდესაც მაღალი დონის ფეხბურთელებს კარგავ, შეიძლება, შედეგიც უარყოფითი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია საქმისადმი მიდგომა, პროფესიონალიზმი და არა ერთი კონკრეტული ტაქტიკა.ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის ცხოვრებისეული მომენტი იყო, როდესაც მეგობრებთან ერთად წვეულებაზე მიდიხარ და რამდენიმე დღე გჭირდება, რომ გონს მოხვიდე“.შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს საქართველო ესპანეთს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი ბულგარეთს ესტუმრება. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მძიმე ავარია სანაპიროზე – არის მსხვერპლი

თბილისში, სანაპიროზე მძიმე ავარია მსხვერპლით დასრულდა.ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა.შემთხვევის შესახებ დამატებით დეტალებს „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ირაკლი კობახიძე – ვიმედოვნებთ, რომ 2030 წლამდე, როდესაც რეალისტური იქნება ევროკავშირის წევრობა, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეიცვლება

ვიმედოვნებთ, რომ 2030 წლამდე, როდესაც ჩვენთვის რეალისტური იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, იმ დროისთვის ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ 2017 წელს ასახა კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.„ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზანი, სწორედ ჩვენმა მთავრობამ 2017 წელს ასახა კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, საქართველო შესაძლოა, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლის კონსტიტუციაშიც შეგხვდებათ შესაბამისი ნორმა, რომლითაც გაცხადებულია, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციური მიზანია. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მათი დამოკიდებულება განსხვავებულია, კონტრპროდუქტიულია. თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2030 წლამდე, როდესაც ჩვენთვის რეალისტური იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, იმ დროისთვის მათი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეიცვლება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

2022 წლიდან, როდესაც ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, ჩვენ ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება.„საქართველოს სხვა კანდიდატ ქვეყნებს, მოლდოვას ან ბოსნიას თუ შევადარებთ, საქართველო გაცილებით წინ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ყველა ამ კრიტერიუმს თუ გავითვალისწინებთ, საქართველო გაცილებით უკეთეს ადგილზეა. სხვათა შორის, 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, ანგარიში მინიჭებული ქულებით. ქულების მინიჭებამ აჩვენა, რომ საქართველო გაცილებით უკეთესია მოლდოვასთან, ბოსნიასთან შედარებით. თუმცა, ამ ორმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს განაცხადი უარყოფილია. არანაირი ახსნა-განმარტება, არაფერი. ასე დაიწყო ეს გამოწვევა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შალვა პაპუაშვილი: დღეს ერეკლეობაა! იმ მეფის ხსენება, რომელმაც გაბედა, მცირე ქვეყნის გული დაეცვა იმპერიების დაუნდობელ ჭიდილში

დღეს ერეკლეობაა! იმ მეფის ხსენება, რომელმაც გაბედა, მცირე ქვეყნის გული დაეცვა იმპერიების დაუნდობელ ჭიდილში, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.„დიდება მეფე ერეკლეს, საქართველოს მახვილსა და ფარს!“, - დასძენს პაპუაშვილი.305 წელი მეფე ერეკლეს დაბადებიდან - მმართველი გუნდი საქართველოს მოქალაქეებს ერეკლეობას ულოცავს.

ბოლო სიახლეები