ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

ირაკლი კობახიძე: „რეგიონში არსებული გამოწვევები საკმაოდ რთულია იმისთვის, რომ მას მხოლოდ ერთი ქვეყანა გაუმკლავდეს“

სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა. „ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკული ინცინდენტთან – ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად გამოწვევებისა და იმ საფრთხეებისა, რომლებიც მომდინარეობს რუსეთის მიერ მუდმივი აგრესიიდან, ჩვენ მივაღწიეთ ეროვნული სტაბილურობის განსაკუთრებულ ხარისხს. ამის მიუხედავად, ჩვენ არ დაგვითმია ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის არცერთი ნაწილი და ყოველდღიურ რეჟიმში ვეწინააღმდეგებით რუსეთის შემოტევებს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენი საზღვრებს გარეთ თუ შიგნით. საქართველოს ტერიტორიების ფარული და მცოცავი ანექსიის პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ყოველდღიურად გრძელდება, ხოლო ეკლიანი მავთულხლართები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა აღმართეს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შუაზე ჰყოფს არა მხოლოდ ქართველ და ოს მოსახელობას ერთმანეთისგან, არამედ შუაზე ჰყოფს სოფლებსა და ოჯახებსაც კი. მზარდი მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ უდიდეს რისკებს შეიცავს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისათვის, არამედ რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. სოფლებისა და ოჯახების დაყოფა, რასაც ემატება რუსეთის არადემოკრატიული მოქმედებები, საფრთხეს უქმნის იმ მოსახლეობის ადამიანის უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებით, არამედ ამ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობით. ბავშვებს ჩამორთმეული აქვთ განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლება, მოსახელობას შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა…” – 28 წლის ფორვარდის ტრაგიკულად დაღუპვის დეტალები

28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა.უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის" ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მანქანაში იჯდა მისი 26 წლის ძმაც. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ისიც ემსხვერპლაფეხბურთელი სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა, რუტე კარდოსოზე. ქორწილი 22 ივნისს შედგა. ფოტოებზე წყვილი სამ შვილთან ერთად იყო გამოსახული.ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.

ირაკლი ფავლენიშვილი – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ ბედავენ და აქეთ გვეუბნებიან

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ეს პოლიტპატიმრობა არ არის იმუნიტეტი მისი პოლიტიკური ძალისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურის მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.ფავლენიშვილის თქმით, ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ.„პოლიტიკური ძალა როდესაც ბრძოლაში კი არ შედის, არამედ ბრძოლიდან გამოდის და სურს, მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, ამ შემთხვევაში, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და შესაბამის პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ეს თავდასხმა არ გახლავთ, უბრალოდ ფაქტის კოსტანტაციაა, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთოდ ბრძოლას და პროტესტს გამოეთიშებიან.ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ე.წ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, უარს აღარ ამბობენ არჩევნებზე. პირიქით. ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ მათ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ, საერთო ჯამში, პირიქით ხდება და ბედავენ, რომ აქეთ გვეუბნებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა ყველას, „გავაერთიანოთ ძალები, წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით“.

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით ხევის მონაკვეთზე მეწყერია ჩამოსული.ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, თუმცა გზის გაწმენდას ამ ეტაპზე ძლიერი წვიმა აფერხეს.ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოძრაობის აღდგენა ამინდზეა დამოკიდებული. სტიქიის დროს არავინ დაშავებულა.ცნობისთვის, თუშეთისკენ მიმავალი გზა, სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაახლოებით ერთი თვეა გაიხსნა.

ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფი თე­ო­ნა მუ­სე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძო­და გარ­და­იც­ვა­ლა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ გარდაიცვალა მოცეკვავე, თეონა მუსელიანი.,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ქართველ ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი - თეონა მუსელიანი",-წერია განცხადებაში.ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ემსხვერპლა.

მიხეილ ყაველაშვილი – ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე, მიზანდასახულობა და მონდომება აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აბიტურიენტებს აუცილებლად მიიყვანს სასურველ შედეგამდე.„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო.გჯეროდეთ საკუთარი თავის – თქვენი მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ბოლო სიახლეები