კახა კალაძე მე-3 პრეზიდენტზე-იმ კანონებით რომ მივდგომოდით, რა კანონებიც სააკაშვილის დროს იყო, 30 წელი მოუწევდა ციხეში ყოფნა
თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე “ღამის კურიერში” დასმულ კითხვაზე არის თუ არა მმართველი გუნდისთვის პოლიტიკურად მომგებიანი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, პასუხობს, რომ მთავარია, ქვეყნისთვის რა იქნება მომგებიანი.
მისი თქმით, მთავარი ამოსავალი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია და არა ადამიანური თუ პოლიტიკური ფაქტორი.
“მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს სწორი შეკითხვაა, რადგან ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქედან, რა არის ქვეყნისთვის მომგებიანი და არა კონკრეტული პიროვნებებისთვის ან პოლიტიკური პარტიისთვის. როდესაც ქვეყანაზე ვსაუბრობთ, ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული და სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, იხდის სასჯელს, ეს ქვეყნისთვის არის სწორი გადაწყვეტილება. თუ ჩვენ დავიწყებთ ისეთ მიდგომებს, რომ ადამიანური და პოლიტიკური ფაქტორი ჩაერიოს ამ ყველაფერში, მაშინ ევროპული ქვეყანა ვერ ვიქნებით. პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას და ჩვენს კანონებს.
თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა – იმ კანონებით რომ მივდგომოდით, რა კანონებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იყო, დღეს მას 30 წელი მოუწევდა ციხეში გაეტარებინა.
რაც შეეხება უცხოელების განცხადებებს ამ თემასთან დაკავშირებით – მთავარი ამოსავალი წერტილი გახლავთ საქართველოს კონსტიტუცია და ჩვენი კანონმდებლობა. ნამდვილად არ მსიამოვნებს არავის, თუნდაც სააკაშვილის ციხეში გაშვება, ნამდვილად არ მიხარია, მაგრამ არც ის მიხაროდა. რომ წლების წინ, 2012 წლამდე ოჯახებს აუბედურებდნენ, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ და მოკლულ ადამიანებს სახურავზე ყრიდნენ, გირგვლიანების ოჯახი ამოწყვიტეს და სულხან მოლაშვილის ოჯახი გააუბედურეს. შესაბამისად, ამ ადამიანს მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რომელიც მათი რეჟიმის დროს განხორციელდა,”-აცხადებს კალაძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...