ირაკლი ბერაია: ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტისას, ჩვენი მხრიდან ხაზი გაესმება ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილების დაჩქარებას
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინასთან შეხვედრისას ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ხაზი გაესმება ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობას, – ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განუცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ხავიერ კოლომინას ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანია. „ესაა უდიდესი ვიზიტი, მას შემდეგ, რაც საქართველოს სტუმრობდა ნატოს სამხედრო კომიტეტი. ეს ადასტურებს ალიანსსა და ჩვენს ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობას, პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. ალიანსის წარმომადგენელთან ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოს წინაშე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიღწეულ პროგრესზე, ისე, როგორც შავ ზღვაზე ალიანსის გაზრდილი ჩართულობის აუცილებლობაზე“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...