კვირა, მარტი 22, 2026

ნიკა მელია – დიდი პარტია ვართ, სხვადასხვა გავლენა და ინტერესებია ჩვენს პარტიაში, სააკაშვილი დიდი პოლიტიკური ფიგურაა და შესაძლოა, ჩვენდაუნებურად ჩვენს კოლეგებს რაღაცა კომპლექსს უჩენდეთ, მაგრამ მერწმუნეთ, თუ რამე გვინდა, ეს ერთობაა

კარგად ვიცი, რომ დიდი პარტია ვართ, სხვადასხვა გავლენა და ინტერესებია ჩვენს პარტიაში, ეს ნორმალურია, ევროპული ყაიდის პოლიტიკური ორგანიზაციაა. სააკაშვილი დიდი პოლიტიკური ფიგურაა და შესაძლებელია, ჩვენდაუნებურად ჩვენს კოლეგებს რაღაცა კომპლექსს უჩენდეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, არასოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა არ ყოფილა იმდაგვარი, როგორიც არის ახლა. კერძოდ, ნიკა მელიას განმარტებით, პარტია ერთობისკენ და ერთსულოვნებისკენ მიისწრაფვის.

„ჩვენ არ გვინდა ვიღაცის დამარცხება, გვინდა, გამარჯვება, გვინდა, ქვეყანაში იცხოვრებოდეს, ბევრი ბედნიერი, ლაღი ადამიანი ცხოვრობდეს. ამიტომ ვიბრძვით, ამიტომ ზვარაკად ვეწირებით. ამიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილმა. ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ დიდი პარტია ვართ, მართლაც დიდი პარტია ვართ, სხვადასხვა გავლენა და ინტერესებია ჩვენს პარტიაში ხომ, ნორმალურია, ევროპული ყაიდის პოლიტიკური ორგანიზაციაა. მიხეილ სააკაშვილი დიდი პოლიტიკური ფიგურაა და შესაძლებელია, ჩვენდაუნებურად ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს რაღაცა კომპლექსს უჩენდეთ, მაგრამ, მერწმუნეთ, ხალხო, და მიხარია, რომ უმრავლესობა დარწმუნებულია იმ სიტყვებში, რასაც ახლა ვიტყვი – არასოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა არ ყოფილა იმდაგვარი, როგორიც არის ახლა. თუკი რამე გვინდა, რაიმესკენ მივისწრაფვით, ეს არის ერთობა და გაერთიანება, ეს არის ერთსულოვნება, ერთიანი მოძრაობა, ერთიანი არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ერთიანი სახალხო მოძრაობა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მელიას განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ერთპარტიულად მოსვლას არ აპირებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ერთპარტიულად მოსვლას არ ვაპირებთ, შესაძლებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე ამომრჩევლების რაღაც რაოდენობას არ მოსწონს, როდესაც ამას ვამბობ, მაგრამ პრაქტიკამ გვაჩვენა, თუ ჩვენი მისწრაფებები არის ევროატლანტიკური, დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ, დიახაც, ცივილიზაცია და დასავლური დემოკრატია მუშაობს ერთიანობით და მრავალფეროვნებით. დიახაც, ამ ყველაფრის პიონერებიც გვინდა, ვიყოთ, ჩვენ გვიხარია, რომ ბევრ კოლეგა ოპოზიციური პარტიის ლიდერს და თანამებრძოლს დღეს ეს კომპლექსი აღარ აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, დავარწმუნოთ ერთმანეთი, რომ ეს საქართველო, ეს მოედანი, ეს თბილისი, სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, ყველას ეკუთვნის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც მინდოდა, ყველა ოჯახში შესულიყო. არ ვხუმრობთ, ბიძინა ივანიშვილო, ჩვენ უკან დამხევები არ ვართ სიცოცხლის ფასადაც კი, მაგრამ ეს სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. არც ერთ ჩვენგანს, დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, გაგრძელებული ნებისმიერი ჩვენგანით, არაფერი იმაზე ძვირფასი არ გვაქვს, ვიდრე ჯანმრთელობა და სიცოცხლეა, მაგრამ სიცოცხლეც და ჯანმრთელობაც სამხვერპლოზე მისატანი თუ იქნება ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის, აუცილებლად მივიტანთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტუსკი – ბუდაპეშტში გამართულ პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების შეხვედრაში პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა საბედისწერო შეცდომაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.მისივე თქმით, პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდან „პრორუს და ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსებთან“ ერთად კონფერენციაზე გამოსვლა „საბედისწერო შეცდომაა“.„პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების ბუდაპეშტის შეხვედრაში საბედისწერო შეცდომაა და ევროკავშირის დასუსტებისა და პუტინის გაძლიერების სახიფათო სტრატეგიის დადასტურებაა“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.

ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, კერძოდ კახეთიდან და ქვემო-ქართლიდან ჩამოსული ავტომანქანების პარკირებისთვის განკუთვნილი იქნება შემდეგი ლოკაციები:ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე კრწანისის მოედნიდან აბანოებამდე მარჯვენა სანაპიროზე.ამასთან, დასავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი პარკირების ადგილი გამოყოფილი იქნება:პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ასევე თავისუფლების მოედანზე.

ლოცვა, რომლის ხშირად წაკითხვასაც ილია მეორე მრევლს სთხოვდა

რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა  მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

სიონი პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი არ იქნება – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზმა ტვ პირველის ეთერში უახლოეს მომავალში პატრიარქის წმინდანად შერაცხვის შესახებ ისაუბრა.„ეს არ არის პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი. იმიტომ რომ ასეთი წესია, როცა შეირაცხება წმინდანად ადამიანი, უნდა გაიხსნას საფლავი, უნდა ამოასვენონ, და ღია სარკოფაგში გადაასვენონ. მე მომისმენია, რომ პატრიარქის სურვილი იყო სიონში დაკრძალულიყო, თუმცა მე ვთვლი, რომ ის სვეტიცხოველში უნდა დაკრძალულიყო. იმიტომ რომ სვეტიცხოველი საქართველოს სიმბოლოა და პატრიარქიც ხომ საქართველოს სიმბოლოა“ - განაცხადა ტვ პირველის ეთერში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გააოცებს

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაური აცხადებს, რომ ირანის „ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები“ აშშ-სა და ისრაელს „გააოცებს“.სეიედ მაჯიდ მუსავის თქმით, ირანი ღამით ისრაელის მიმართულებით მეტ რაკეტას გაუშვებს.„ამ მომენტიდან ვაცხადებ ირანის რაკეტების დომინირებას ოკუპირებული ტერიტორიების ცაზე. ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გაოცებულს დატოვებს“, – განაცხადა მან.

ბოლო სიახლეები