მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩემს ყველა თანაგუნდელს, იმ ადამიანებს, ვინც ამ დღეების განმავლობაში ჩართული იყო ამ საარჩევნო კამპანიაში და ზურგს მიმაგრებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 2 მილიონზე მეტი თბილისელის მოთხოვა დააკმაყოფილეს დახმარებაზე.
„წინასაარჩევნო პერიოდში უამრავი შეხვედრა გავმართეთ, წარვადგინეთ საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. თუ როგორ ვხედავთ ქალაქის განვითარებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, როგორი წარმოგვიდგენია თბილისი, რა პროექტები უნდა განხორციელდეს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით და ერთადერთი კანდიდატი ვიყავით, ვინც რეალურად საუბრობდა თბილისზე და ვისაც ჰქონდა რეალური საარჩევნო პროგრამა. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის უბრალოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები და ლამაზად მოყოლა. ჩვენ ვართ ის გუნდი, ის ადამიანები, ვისაც ზურგს უმაგრებს კონკრეტული გაკეთებული საქმეები ყველა მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ