კახა კალაძე: ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც რეალურად საუბრობდა თბილისზე და ვისაც ჰქონდა რეალური საარჩევნო პროგრამა

Read Time:38 Second

მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩემს ყველა თანაგუნდელს, იმ ადამიანებს, ვინც ამ დღეების განმავლობაში ჩართული იყო ამ საარჩევნო კამპანიაში და ზურგს მიმაგრებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 2 მილიონზე მეტი თბილისელის მოთხოვა დააკმაყოფილეს დახმარებაზე.

„წინასაარჩევნო პერიოდში უამრავი შეხვედრა გა​ვმართეთ, წარვადგინეთ საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. თუ როგორ ვხედავთ ქალაქის განვითარებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, როგორი წარმოგვიდგენია თბილისი, რა პროექტები უნდა განხორციელდეს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით და ერთადერთი კანდიდატი ვიყავით, ვინც რეალურად საუბრობდა თბილისზე და ვისაც ჰქონდა რეალური საარჩევნო პროგრამა. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის უბრალოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები და ლამაზად მოყოლა. ჩვენ ვართ ის გუნდი, ის ადამიანები, ვისაც ზურგს უმაგრებს კონკრეტული გაკეთებული საქმეები ყველა მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი პროვოკაცია და დიდი არეულობა ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას
Next post პროკურატურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტებზე