შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: გუშინ ჩვენ გაცოცხლებული ბანერი ვიხილეთ
„გუშინ ჩვენ ბანერი გაცოცხლებული ვიხილეთ. ცხვირი ჰგავდა? – ჰგავდა, ყური ჰგავდა? – ჰგავდა და ასევე ჰგავდა ქცევაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ამით, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის შორის მომხდარი ინციდენტი შეაფასა და მელიას ქცევა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე გამოსახულ შინაარსს შეადარა.
„ჩვენი ოპონენტები ბანერებზე მაღალი მორალური პიედესტალიდან საუბრობენ – შევიდნენ საკუთარ Facebook-გვერდზე. შედით „ევროპული საქართველოს“ გვერდზე და ნახეთ, როგორი ბანერები აქვთ. თუ დაბეჭდილ ბანერს სხვა წონა აქვს და ციფრულ ბანერს სხვა? მათ ზიზღის ენის შემცველი ვიდეოკლიპები აქვთ გადაღებული, რომლის განთავსებასაც ითხოვდნენ და ტელევიზიისგან უარი მიიღეს, თუმცა უჩივლეს და მოიგეს კიდეც. ზიზღის ენა ჩვენი გამოხატვის თავისუფლება არისო. ჩვენი ოპონენტები ამას წლების განმავლობაში ამკვიდრებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მიისვე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქუჩებში განთავსებულ ბანერებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ნუ გააიგივებთ ამ ბილბორდებს „ქართულ ოცნებასთან“, არ არის კავშირში ჩვენს პარტიასთან და რა ვქნათ, ხომ არ დავიბრალებთ?“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...