ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025

გიორგი ვოლსკი: ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია – „ნაცმოძრაობამ“ ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპო

ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია – მათ ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკის თქმით, ნიკანორ მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, რომელიც იმაზე ლაპარაკობს, რომ თურმე, მისთვის ძალადობა მიუღებელია.

„ასეთ განცხადებებს ეს ხეპრე ადამიანი ლაპარაკობს. ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის და დმანისის ინციდენტზე დავაკავეთ შესაძლო დამნაშავე. მათ ვინ დაუკავებიათ ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის ადამიანის წამება? რა უქნეს კობა დავითაშვილს, ვალერი გელაშვილს. ეს ადამიანები ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს. დღეს დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ სადისტური მეთოდებით მართვის გარდა, არაფერი გაუკეთებია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ რამდენიმე ასეულმა დრუზმა სირიის საზღვარი გადაკვეთა

ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ რამდენიმე ასეულმა დრუზმა სირიის საზღვარი გადაკვეთა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დრუზებს მოუწოდებს, მათივე უსაფრთხოებისთვის, არ გადაკვეთონ საზღვარი.ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მუშაობენ მათ ისრაელში დაბრუნებაზე. როგორც ისრაელის მედია წერს, ამ წუთებისთვის საზღვარზე ქაოსია.ისრაელის თავდაცვის ძალები მიიჩნევენ, რომ სირიის სამთავრობო ძალები სუვეიდის 70%-ს ან მეტს აკონტროლებენ, ქალაქში დაახლოებით 200 ჯარისკაცია, ხოლო მის გარეუბანში ათასი. ისრაელის განცხადებით, დარტყმას მიაყენებს სირიის ძალებს, თუ ისინი სუვეიდს არ დატოვებენ.„თქვენ ისრაელის მოქალაქეები ხართ. არ გადაკვეთოთ საზღვარი. ამით თქვენს სიცოცხლეს საფრთხეში აგდებთ. შეიძლება მოგკლან, შეიძლება გაგიტაცონ. თქვენ ხელს უშლით ისრაელის თავდაცვის ძალების ძალისხმევას. ამიტომ, გთხოვთ – დაბრუნდით თქვენს სახლებში, მიეცით ისრაელის თავდაცვის ძალებს მოქმედების საშუალება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე.

რა გახდა ფონიჭალაში, 14 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი

ფონიჭალაში, 14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები საკუთარ საცხოვრებელ სახლში თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს მაცივარში გამავალმა დენმა დაარტყა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს (პორტუგალია) შორის თანამშრომლობა, კვლევითი შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ახალ, უფრო პროდუქტიულ ეტაპზე გადავიდა. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ეს ფაქტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია - მათ საშუალება ეძლევათ, კვლევები ჩაატარონ ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლაბორატორიებში, რაც კვლევების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია, - ამის შესახებ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი აცხადებს.უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, გაცვლითი პროგრამებით არაერთმა სტუდენტმა და მეცნიერ-მკვლევარმა ისარგებლა, ხოლო მეორე ეტაპი, რომელიც ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას გულისხმობს, ცოტა ხნის წინ დაიწყო.ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტის, მარია დი ფატიმა კარვალიოს განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.მისი თქმით, სასურსათო ტექნოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობა, სხვა აგარარულ მიმართულებებთან ერთად ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრიორიტეტული სფეროებია.„თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სასურსათო ტექნოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობაა, რომლებსაც ორივე უმაღლესი სკოლა სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებად განიხილავს. იგეგმება ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, ლაბორატორიული პრაქტიკები, საველე ექსპედიციები, რაც ორივე მხარის პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაზიარებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს მარია დი ფატიმა კარვალიო.სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლის მარიკა ზვიადაძის განცხადებით, ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაფართოება სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივაა, რომლის მიზანიც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური სინერგიის გაღრმავებაა.„ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან პარტნიორობა, პირველ რიგში, ხელს უწყობს ინოვაციური იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას და ქმნის მდგრად პლატფორმას ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. ასეთი სახის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც ცოდნის გლობალიზაცია და მრავალდისციპლინური მიდგომები განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხარისხიანი განათლებისა და მეცნიერების განვითარების პროცესში“, - განაცხადა მარიკა ზვიადაძემ.სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟის უნივერსიტეტს შორის კოლაბორაცია ეფექტიანად აკავშირებს განათლებასა და კვლევით პროცესს, რაც აისახება როგორც წარმატებულ გაცვლით პროგრამებში, ისე მევენახეობა-მეღვინეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილ კვლევით პროექტებში.ნინო ჩხარტიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იმყოფებოდნენ.„ჯიღაურას ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გენეტიკური რესურსების გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. დაიგეგმა პორტუგალიაში, ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე, ქართული ვაზის ჯიშებით საცდელი ვენახის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ვაზის პოპულარიზაციასა და გენეტიკური რესურსების საერთაშორისო დონეზე გავრცელებას. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ განსაკუთრებით ფასეულია მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულება, სადაც ორი ქვეყნის უნიკალური ტრადიციები და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა არსებითად გააძლიერებს ცოდნისა და ინოვაციების გაზიარების პროცესს. ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიულ სამეცნიერო პარტნიორთან - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა განსაკუთრებით გააქტიურდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მონაწილეებმა უკვე წარმატებით განახორციელეს სწავლისა და პროფესიული განვითარების არაერთი ეტაპი. კერძოდ, ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა 6 აკადემიური და 4 ადმინისტრაციული თანამშრომელი, ასევე, 4 სტუდენტი, ხოლო საქართველოდან პორტუგალიაში, როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით, იმყოფებოდა 11 აკადემიური თანამშრომელი და 14 სტუდენტი. მიმდინარე პარტნიორობა ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინოვაციური ინიციატივებისათვის, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი“, - აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.

ისრაელმა დამასკოში, სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა დამასკოში, სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა.ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოკადრებს და წერს, რომ ძლიერი დარტყმები დაიწყო.„როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობას, სულ მცირე, ორი დრონით მიაყენა დარტყმა.„ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყა სირიის რეჟიმის სამხედრო შტაბ-ბინის შესასვლელს დამასკოში“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პაატა იმნაძის რეკომენდაცია ცხელ დღეებთან დაკავშირებით

მოვუწოდებ მოსახლეობას, მაღალი ტემპერატურის დროს თავი შეიკავონ გარეთ ყოფნისგან და მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, წყალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.პაატა იმნაძე, მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს.„ზაფხულის ცხელ დღეებში თავი შევიკავოთ გარეთ ყოფნისგან. ვეცადოთ, ვიყოთ მაქსიმალურად ჩრდილში. ასევე, ვატაროთ ღია ფერის ტანსაცმელი, რათა ქსოვილი გამტარი იყოს. ასევე, ძალიან კარგია დიდი რაოდენობით სითხის – წყლის მიღება. თუ გვინდა, სახლში სიგრილე შევინარჩუნოთ, უნდა გავაღოთ ფანჯრები და გადავწიოთ ფარდები, რათა მზის სხივები ნაკლებად შემოვიდეს. ასევე, კარგია სველი პირსახოცის ჩამოკიდება, იგი ატენიანებს ჰაერს და შველის ტემპერატურის დაწევას. თუ ტემპერატურა 35 გრადუსზე მეტია, ვენტილატორი არ შველის. ვისაც, კონდიცირების საშუალება არ აქვს, შეუძლია, საზოგადოებრივი სივრცეებით ისარგებლოს. ასევე, აუცილებელია ღამე ფანჯრების გაღება, როდესაც შედარებით სიგრილეა, რათა მაქსიმალურად განიავდეს საცხოვრებელი სივრცე. ორგანიზმს გაგრილებაში სველი პირსახოციც ეხმარება. მაღალი ტემპერატურის დროს, ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ მივიღოთ დიდი ოდენობის საკვები და მოვერიდოთ ცილას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბოლო სიახლეები