გიორგი ვოლსკი: ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია – „ნაცმოძრაობამ“ ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპო

Read Time:30 Second

ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია – მათ ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკის თქმით, ნიკანორ მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, რომელიც იმაზე ლაპარაკობს, რომ თურმე, მისთვის ძალადობა მიუღებელია.

„ასეთ განცხადებებს ეს ხეპრე ადამიანი ლაპარაკობს. ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის და დმანისის ინციდენტზე დავაკავეთ შესაძლო დამნაშავე. მათ ვინ დაუკავებიათ ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის ადამიანის წამება? რა უქნეს კობა დავითაშვილს, ვალერი გელაშვილს. ეს ადამიანები ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს. დღეს დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ სადისტური მეთოდებით მართვის გარდა, არაფერი გაუკეთებია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკანორ მელიას ხულიგნური მივარდნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან აშკარად მეტყველებს, თუ რას გვთავაზობენ არჩევნების შემდეგ
Next post მიხეილ სარჯველაძე – ხშირ შემთხვევაში ინციდენტები გამოწვეული იყო დესტრუქციული ოპოზიციური ძალებისგან, ამ ფონზე აშშ-ის საელჩოს ასეთი განცხადება შეიძლება, წამახალისებელი აღმოჩნდეს პროვოკაციებისთვის