იოსებ ხახალეიშვილი – „ქუთაისის თანაბარი განვითარება ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავი ქალაქების ტოპშვიდეულში მოხვედრის მნიშვნელოვანი პირობაა“
პარტია“ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი უქიმერიონისა და გუმათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
წელს პირველად უქიმერიონისა და გუმათის ადმინისტრაციული ერთეულები ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანდა.
როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ქუთაისის თითოეულ უბანს თავისი შინაარსობრივი და კოლორიტული დატვირთვა აქვს და ღირსეულ განვითარებას იმსახურებს.
მერობის კანდიდატმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარების გეგმაში აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულშია გათვალისწინებული. ისაუბრა გაზრდილი ბიუჯეტის (91,ლნ ლარი) მნიშვნელობაზეც, რომელიც ქალაქის იერსახეს უნდა მოხმარდეს და საბოლოო ჯამში, თითოეული თანაქალაქელის კეთილდღეობაზე აისახოს.
მისი თქმით, ქუთაისი არა მარტო განათლებისა და კულტურის სტატუსს დაიბრუნებს, არამედ ტურისტულ ჰაბად იქცევა. მერობის კანდიდატის გეგმაშია, ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი ადგილების შექმნა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში და არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ უბნებში.
„ ქუთაისის თანაბარი განვითარება, ტურისტებისთვის საინტერესო ქალაქთა ტოპშვიდეულში მოხვედრის მნიშვნელოვანი პირობაა. ქალაქიდან გამგზავრებულ ტურისტებს ჩვენს ქალაქში მეორედ ჩამოსვლის სურვილი უნდა უჩნდებოდეთ. კეთილმოწყობილი სკვერები, რეკრეაციული ზონები, საფუძვლიანად რეაბილიტირებული გზები, მოწესრიგებული უბნები, ახალგაზრდული სივრცეები, მრავალფეროვანი გასართობები და ატრაქციები, რაც დაგეგმილია, ჩვენს ქალაქს არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის გახდის უფრო კომფორტულს და სასურველს, არამედ სტუმრებისთვისაც. ქუთაისი უნდა ვაქციოთ ტრადიციებისა და ინოვაციების ქალაქად, რომელშიც თითოეული თქვენგანის ინიციატივა და თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...