გიორგი ტყემალაძე ბაგებისა და ნუცუბიძის მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნების” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ბაგებსა და ნუცუბიძის III პლატოზე იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმებზე, რომლებიც დედაქალაქში უკვე განხორციელდა.
გიორგი ტყემალაძემ ყურადღება გაამახვილა ბაგები – უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მასშტაბურ პროექტზე, რომელიც საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს.
“მოსახლეობას ვესაუბრე იმ რეფორმების შესახებ, რომელიც თბილისში წარმატებით განხორციელდა. გარდა ამისა, გავაცანი ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც მომდევნო ოთხი წლის მანძილზეა დაგეგმილი. ერთ-ერთი ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გახლავთ ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტი ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. გარდა ამისა, ჩვენ, მოსახლეობის მხარდაჭერით და მათი აქტიური ჩართულობით, კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული, თუ სოციალური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...