რაც უფრო სწრაფად ავიცრებით, მით უფრო მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბრის მეორე ნახევარში ან დეკემბერში იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.
„რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება მსოფლიოში, მით უფრო ნაკლები შანსი იქნება ახალი შტამების გაჩენის. დღეს მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 6 მილიარდი ადმინისტრირებული ვაქცინის დოზა არსებობს. მსოფლიოში 2.5 მილიარდი ადამიანი სრულად არის აცრილი და რაც მეტი იქნება სრულად აცრილი, მით ნაკლებად დარჩება იმის შანსი, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.